სამხედრო მოვალეობა აზერბაიჯანში

სამხედრო მოვალეობა აზერბაიჯანში — კანონი სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2011 წლის 23 დეკემბერს. ეს კანონი „განსაზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ სხვა სამხედრო ფორმირებებში სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის სამართლებრივი რეგულირების წესებს“.[1]

კანონის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამსახურში მონაწილეობა უნდა მიიღონ 18 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცმა. თუ მოქალაქეების მრწამსი ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის გავლას, მაშინ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურზე შემცვლა დასაშვებია. 19-დან 40 წლამდე ასაკის ქალები ნებაყოფლობით მიიღებიან სამხედრო სამსახურში. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 18 თვეა, სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვემდე მცირდება უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებისთვის[2].

მოქალაქეთა რეგისტრაცია

რედაქტირება

ყოველწლიურად იქმნება სამხედრო სარეგისტრაციო კომისია, რომელიც შედგება კომისიის თავმჯდომარისა (შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი) და კომისიის წევრების (სამედიცინო სპეციალისტების) შემადგენლობისგან. იანვარსა და მარტს შორის, 16 წლის ასაკში მყოფი მამაკაცები უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის სამხედრო განყოფილებებში. მათ უნდა გაიარონ სამედიცინო გამოკვლევა. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი ჯანმრთელობის პრობლემა, სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობენ[2].

მოქალაქეების მომზადება სამხედრო სამსახურისთვის

რედაქტირება
 

სამხედრო მოწვევაზე მომზადება ხორციელდება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ასევე, მოსწავლეებსა და სტუდენტებს უტარებენ გაკვეთილებს  დაწყებითი სამხედრო მომზადებისთვის.

მოქალაქეებს, რომლებმაც 17 წლის ასაკს მიაღწიეს, შეუძლიათ სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო სპეციალობის შესწავლა. მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ ამ მომზადების გავლა, აუცილებელია, რომ დროებით დატოვონ სამუშაო ადგილები, მაგრამ ისინი ყოველთვიურად იღებენ ხელფასს სწავლების პერიოდში. სწავლების დასასრულს მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს.

სამხედრო სამსახურის ვადის გადადება

რედაქტირება

მუდმივი გადადება:

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

  • ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით, მათ შორის ფსიქიკურად დაავადებული;
  • მოქალაქეები, რომლებიც მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს
  • მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან  პოლიციის განყოფილებაში პროფილაქტიკურ და ოპერატიულ რეგისტრაციაში.

დროებითი გადადება

დროებითი გადადება ხორციელდება მოქალაქეებისთვის შემდეგი მიზეზების გამო:

  • ოჯახური ვითარების გამო:
  • მამები, რომელთა ცოლებს შრომა არ შეუძლიათ და რომელთა შვილებს თავიანთი რჩენა არ შეუძლიათ;
  • ოჯახის უფროსი ვაჟი, რომლის ოჯახის წევრებს თავიანთი თავის რჩენა არ შეუძლიათ;
  • მამები, რომლებსაც სამ შვილზე მეტი ჰყავთ;
  • ერთადერთი შვილი ოჯახში, რომლის ერთ მშობელს არ შეუძლია მუშაობა;

ჯანმრთელობის პრობლემების გამო

მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ მოკლევადიანი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც გამოჟღავნდა სამედიცინო გამოკვლევის დროს, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა გადაედებათ.

სწავლის გასაგრძელებლად

  • 20 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს სრული საშუალო განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 20 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომელთაც არ მიუღიათ სრული საშუალო განათლება, სანამ არ ჩააბარებენ პროფესიული განათლების ინსტიტუტებში;
  • მოქალაქეები, რომლებიც იღებდნენ უმაღლეს განათლებას (ბაკალავრიატი);
  • მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნებში იღებენ უმაღლეს განათლებას (ბაკალავრიატი)[3].

სამხედრო წოდებები

რედაქტირება

სამხედრო წოდებები გადაეცემა სამხედრო პერსონალს მათი სამხედრო სტატუსის, სამხედრო განათლების, სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობისა და სხვა ფუნქციების მიხედვით.

განისაზღვრება შემდეგი სამხედრო წოდებები:

სამხედრო პერსონალი და სამხედრო წოდებები სამხედრო წოდებები
სამხედრო სამხედრო-საზღვაო
ჯარისკაცები და მეზღვაურები ჯარისკაცი (კადეტი)

უფროსი ჯარისკაცი

მეზღვაური (კადეტი)

უფროსი მეზღვაური

სერჟანტები უმცროსი სერჟანტი

სერჟანტი

უფროსი სერჟანტი

უმცროსი სერჟანტი

სერჟანტი

უფროსი სერჟანტი

პრაპორშჩიკი უმცროსი პრაპორშჩიკი

პრაპორშჩიკი

უფროსი პრაპორშჩიკი

უმცროსი მიჩმანი

მიჩმანი

უფროსი მიჩმანი

უმცროსი ოფიცერები უმცროსი ლეიტენანტი

ლეიტენანტი

უფროსი ლეიტენანტი

კაპიტანი

უმცროსი ლეიტენანტი

ლეიტენანტი

უფროსი ლეიტენანტი

კაპიტანი

უფროსი ოფიცრები მაიორი

პოლკოვნიკ - ლეიტენანტი

პოლკოვნიკი

მესამე რანგის კაპიტანი

მეორე რანგის კაპიტანი

პირველი რანგის კაპიტანი

უმაღლესი ოფიცრები გენერალ-მაიორი

გენერალ-ლეიტენანტი

გენერალ-პოლკოვნიკი

არმიის გენერალი

კონტრ-ადმირალი

ვიცე-ადმირალი

ადმირალი[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება