სამხედრო-ტოპოგრაფიული დეპო

სამხედრო-ტოპოგრაფიულ დეპო — რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებული სამხედრო-ტოპოგრაფიული სამსახურის გაყოფილება 1812-1863 წლებში.

ტოპოგრაფიული რუკა „მოსკოვის მიდამოები“, გადაღებულია 1818 წელს, ხოლო დაიბეჭდა სამხედრო-ტოპოგრაფიულ დეპოში 1823 წელს.

შეიქმნა რუკების დეპოს ბაზაზე 1812 წლის 27 იანვარს. უზრუნველყოფდა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე (კავკასიის გარდა, სადაც 1854 წლიდან ტოპოგრაფიულ სამუშაოებს აწარმოებდა კავკასიის ცალკეული კორპუსი) ყველა ასტრონომიულ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოების ორგანიზაციას, წარმოებას და სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას.[1].

უშუალოდ საველე გადაღებებს აწარმოებდნენ სამხედრო ტოპოგრაფების კორპუსის როტები, ხოლო საგამომცემლო საქმიანობას — დეპოს მაღალჩინოსნები. სამხედრო-ტოპოგრაფიული დეპო გაუქმდა 1863 წლის 16 ოქტომბერს, რომლის ბაზაზეც წარმოიქმნა გენშტაბის მთავარი სამმართველოს სამხედრო-ტოპოგრაფიული ნაწილი.