სამშვილდის განძი
სამშვილდის განძი — XII–XIII საუკუნეების განძი. აღმოჩენილი იქნა ციხე-ქალაქ სამშვილდეში, ციტადელის ერთ-ერთი ოთახის იატაკის ქვეშ, ხის ყუთში, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის დავით ბერიკაშვილის და მისი სტუდენტების მიერ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს, 2018 წლის 1 აგვისტოს. სამშვილდის განძის შემადგენლობაში იყო 250–270 სპილენძის ქართული და უცხოური მონეტა, აგრეთვე ზოდები და სპილენძის ფირფიტები, რაც, სპეციალისტების აზრით, შესაძლოა აქ ზარაფხანის არსებობაზე მიუთითებდეს. ქართული მონეტები გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის სახელზეა მოჭრილი.[1][2] ერთ-ერთ მათგანზე დატანილია წარწერა:
„დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი.“
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ხის ზარდახშა იყო, 270-280 მონეტით“ — უნიკალური აღმოჩენა სამშვილდეში, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის ეპოქის საგანძური იპოვა. palitravideo.ge (2 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2020.
- ↑ საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამშვილდის ციტადელში მონეტების განძი აღმოაჩინა. საქართველოს უნივერსიტეტი. ug.edu.ge (2 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2020.