სამურ-აფშერონის არხი
სამურ-აფშერონის არხი (აზერ. Samur-Abşeron kanalı) — სარწყავი და წყალმომარაგების არხი დაღესტანსა და აზერბაიჯანში, რომელიც შედგება ოთხასზე მეტი ჰიდრავლიკური ნაგებობისგან[1].
სამურ-აფშერონის არხი აზერ. Samur-Abşeron kanalı | |
---|---|
სამურ-აფშერონის არხი. 1955 წ. | |
40°30′02″ ჩ. გ. 49°40′07″ ა. გ. / 40.50056° ჩ. გ. 49.66861° ა. გ. | |
საწყისი წერტილი | სამური |
საბოლოო წერტილი | ჯეირანბათანის წყალსაცავი |
სიგრძე | 178 კმ |
მშენებლობა 1939 წელს დაიწყო.
1960-1965 წლებში ჩატარდა არხის რეკონსტრუქცია.
იგი შედგება ორი არხისგან - სამურ-დევეჩის სიგრძით 108,7 კმ და აფშერონის სიგრძით 74 კმ.
იწყება მდინარე სამურიდან და მთავრდება აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით. არხი საზრდოობს რეგიონის სამი მდინარიდან: სამური, გუდიალჩაი, ველველიჩაი.
არხი შედგება ჰიდროელექტრო კომპლექსისგან მდინარე სამურზე, ორი არხისგან, ჯეირანბათანის წყალსაცავისგან, სოფელ ზირასკენ მიმავალი მთავარი არხისა და აფშერონის ნახევარკუნძულზე სარწყავი ქსელისგან, რომელიც ირწყავს 100 ათას ჰექტარ მიწას.
იგი მიედინება ხაჩმაზის, შაბრანის და სიაზანის რაიონის ტერიტორიაზე.
გადამწყვეტ როლს ასრულებს ბაქოს, სუმგაითისა და აფშერონის ნახევარკუნძულის წყალმომარაგებაში. საერთო სიგრძე 178 კმ[2].