სამუზეუმო კუნძული

სამუზეუმო კუნძული (გერმ. Museumsinsel) — სახელწოდება, რომელიც მდინარე შპრეეზე მდებარე კუნძულ შპრეინზელის ჩრდილოეთ დაბოლოებამ მიიღო. სამუზეუმო კუნძული მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ტურისტებისა და ხელოვნების მოყვარულთა მიზიდულობის ცენტრია. 1999 წლიდან არქიტექტურული და კულტურული ანსამბლი იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაშია შეტანილი.

ძველი მუზეუმი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 896
ინგლ.რუს.ფრ.

შუა საუკუნეებში კუნძულ შპრეინზელის ჩრდილოეთი ნაწილი ჭაობიან ტბორებს წარმოადგენდა. სამხრეთ ნაწილში XIII საუკუნეში ქალაქი კელნი გაჩნდა, ხოლო მისი ჩრდილოეთი ნაწილი ოდნავ მოგვიანებით ბერლინის საქალაქო სასახლის ბაღის ნაწილი გახდა. XVII საუკუნეში შპრეეს მარცხენა ტოტი არხებით აღჭურვეს. გაჩნდა დღევანდელი არხი კურფერგრაბენი, რომლის მეშვეობითაც კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ამოშრა. შპრეესა და კურფერგრაბენს შორის კელნის მცირე კუნძულაკი წარმოიქმნა (Cöllnische Werder), სადაც XVII ს. მეორე ნახევარში ლიუსტგარტენი გაშენდა. 1748 წელს პომერანცენჰოფის ორანჟერეა ტროპიკული ხილით, პალმებითა და ეგზოტიკური მცენარეულობით რომ იყო წარმოდგენილი, სამდინარო ვაჭრობის ზრდა-განვითარების გამო, საწყობად გადაკეთდა. მოგვიანებით კუნძულს საწყობები და სათავსები დაამატას, მათ შორის, ფქვილისა და მარილისთვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება