ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სამუგარის ბრძოლა

სამუგარის ბრძოლა, შუა საუკუნეების მოგოლთა მინიატურა
თარიღი 1658 წლის 29 მაისი
მდებარეობა სამუგარი, მოგოლთა იმპერია, აგრადან 10 მილის დაშორებით.
შედეგი

აურანგზების გამარჯვება

  • აურანგზების იმპერატორად კორონაცია
მეთაურები
აურანგზები

მურად ბახში ხილიჩ ხანი ასად ხანი

დარა შიკო

სულეიმან შიკო ხალილულა ხანი ჩატრასალ ჰადა † რუსტამ ხან დეკანი †

რამ რაუტელა †

სამუგარის ბრძოლა ვიკისაწყობში

სამუგარის ბრძოლა 一 გადამწყვეტი ბრძოლა მოგოლთა იმპერიის ტახტის დასაუფლებლად, რომელიც გაიმართა 1658 წელს, იპერატორ შაჰ-ჯაზანის ვაჟებს, კერძოდ კი დარა შიკოსა და მის სამ უმცროს ძმას 一 აურანგზებს, შაჰ შუჯასა და მურადს 一 შორის, რათა, საბოლოოდ, გადაწყვეტილიყო, თუ ვინ გახდებოდა ტახტის მემკვიდრე. [1][2]

დარა შიკომ დაიწყო უკან დახევა მას შემდეგ, რაც აურანგზებმა შიკოს შიკო დჰარმატის ბრძოლაში დაამარცხა. ამ ბრძოლაში მოპოვებული წარმატების შემდეგ, აურანგზები, საკუთარ ამალასთან ერთად, მდინარე შამბალის მიმდებარედ დაბანაკდა. ბრძოლა გაიმართა თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, თბილ სეზონზე. აჯანყებულთა ლაშქარი ყვითერი ბანერებითა და დროშებით ჩავიდა ბრძოლის ველამდე და მემკვიდრის თვალწინ გაამაგრა საკუთარი პოზიცია. დარა შიკომ საკუთარი არმიის უკანა ფლანგის გამაგრება მასიური წითელი კარვებისა და ალმების აღმართვით სცადა.[3]

 
დარა შიკო

დარა შიკომ ჯაიგარის ციხესიმაგრეში ქვემეხების განლაგება ბრძანა, მბრუნავი ქვემეხებით დაკომპლექტებული ნაწილი უკან განლაგდა, ხოლო მუშკეტებით შეიარაღებული წინა ფლანგელები იცავდნენ ამ უკანასკნელთ 一 როგორც ქვემეხებს, ისე ზამბურაკებსაც. მიუხედავად მსგავსი მზადებისა, აურანგზების მხარეს მებრძოლმა გამოცდილმა სარდალმა, მირ ჯუმლა II-მ, ციხის გარშემო ქვემეხების ფარულად განლაგება მაინც მოახერხა, რითაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა აურანგზები, რომ მოულოდნელი თავდასხმების სტრატეგიისთვის მიემართა. როგორც აურანგზები, ისე დარა შიკო, ორივე მათგანი სპილოს ჰაუდებზე ისხდნენ და დამბაჩებით იყვნენ შეიარაღებულნი. აურანგზების ჯარის მარცხენა ფლანგს მურად ბახში ხელმძღვანელობდა, საკუთარი ელიტარული მოგოლ სოვართა არმიით. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ისინი ძირითადად აურანგზებსა და მის დამხმარე იმპერიულ გენერალს, მირ ჯუმლას ექვემდებარებოდნენ. მალე, აურანგზებმა არმიის მილიტარისტულ სარდლად, ანუ ე.წ. მირ ატიშად მურშიდ ყული ხანი დანიშნა. რაც შეეხება მეორე მხარეს, დარა შიკომ საკუთარ ამალას სათავეში ბუნდის შტატის მთავარი, რაო რაჯა ჩატარ სალი დაუქვემდებარა, აგრეთვე მის მხარესვე იბრძოდა რუსტამ ხან დეკანიმ, რომელიც, თავის დროზე, შაჰ-ჯაჰანის მიერ იყო დანიშნული. მის ელიტარულ მოგოლ სოვართა არმიას უზბეკური წარმოშობის ხალილულა ხანი ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს ყველაფერი როდია 一 დარა შიკო თავისი ვაჟის, სულეიმანის 40 ათასიანი არმიის მხარდაჭერას ელოდა.

 
აურანგზები მეომრებთან ერთად

ბრძოლა მაშინ გაჩაღდა, რაც აურანგზებიმ უბრძანა საკუთარ ქვემეხებს, სროლა გაეხსნათ მეტოქის წინააღმდეგ. საბოლოოდ, ორივე მხარე ჩაერთო ბრძოლაში, პირველი ეპიზოდი კი ერთგვარ „ბურთობანას’’ დაემსგავსა, ვინაიდან ორივე მხრიდან მხოლოდ ქვემეხებს უშვებდნენ. მალე, ხანმოკლე წვიმის გამო, საარტილერიო შეტევები გადაიდო, წვიმის შეწყვეტის შემდეგ კი ორივე მხარემ სროლა განაახლა. განრისხებულმა მურად ბაქშმა და მისმა სოვარებმა სწრაფად განაახლეს ქვეითი იერიში თვით აურანგზების ბრძანების გარეშე. ითვლება, რომ ჩატარ სალისა და მურადს შორის დიდი მტრობა გაჩაღებულიყო. თავად ამ ომში მათ არმიებს პირისპირ ორთაბრძოლა მოუწიათ, რომელშიც მათ ერთურთი თითქმის მთლიანად ამოხოცეს. უზბეკმა სარდალმა, ხალილულა ხანმა უარი თქვა რაჯპუტების დახმარებაზე, საკუთარი არმია კი დარა შიკოს ანდო. ჩატარ სალისა და უკიდურეს მემარჯვენეთა ბატალიონის დაშლის შიშით რუსტამ ხან დეკანმა წამოიწყო კონტრშეტევა აურანგზების ქვემეხისკენ, თუმცა მის ამ მცდელობას წინ აურანგზების ქვემეხი გადაეღობა, რის შედეგადაც რუსტამ ხანი და დარა შიკოს მრავალი ელიტარული ჯარისკაცი დაიღუპა. ამავდროულად, ითვლება, რომ მურად ბახშმა მოკლა რაჯპუტელთა მეორე მეთაური, რამ სინგ რაუტელა, იგივე რაჯა რაუტელა, როცა მან საკუთარი კომპოზიტური მშვილდისრის გასროლის შემდეგ ერთი მათგანი რაუტელას ქვემეხს მოხვდა, რამაც რაუტელას სიცოცხლე შეიწირა. როდესაც დარა შიკოს შეატყობინეს მურად ბახშის მიერ განხორციელებული ჩატარ სალის სიკვდილის შესახებ, აგრეთვე მისი ქვეითი ჯარის შიდა არეულობისა და პოტენციური დაშლის შესახებ, მათ სათავეში ხალილულა ხანი ჩაუყენა.[4] მსგავსმა არეულობამ დარა შიკოს არმიაში ისიც გამოიწვია, რომ აურანგზების ჯარისკაცები ამ უკანასკნელის ქვემეხამდეც კი შეიჭრნენ, რასაც შიკოს დაბომბვა მოჰყვა, თუმცა, ძლიერი ჭრილობის მიუხედავად, ის მაინც გადარჩა. აურანგზების ძლიერი თავდასხმითი შეტევების გამო, შიკომ გადაწყვიტა, ხალილულა ხანის კავალერისტთა ჯარს შეერთებოდა. ბრძოლა მაშინ დამთავრდა, როცა სპილოზე მჯდომარე დარა შიკო ბრძლის ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარი ჰაუდიდან გადმოვარდა. მან ვერ შეძლო სპილოს შენარჩუნება, რამდენადაც ის მალეე გაიქცა ბრძოლის ველიდან. შიკოს არმიის წევრებმა მიიჩნეს, რომ მათი მთაური გარდაცვლილიყო, რის შემდეგაც მტერს ადვილად დანებდნენ 一 მოგოლთა სამხედრო ბატალიონები აურანგზებს გამარჯვების ოდით შეხვდნენ, გარა ამისა, არაერთი მუშკეტი თუ ელიტარული სოვარი გაიქცა შიკოს ჯარიდან, რათა მომავალი იმპერატორისთვის ერთგულების ფიცი აღეთქვათ.

მიუხედავად იმისა, რომ დარა შიკო მოგოლთა იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სარდლად და საკუთარი მამის, შაჰ-ჯაჰანის მეფობის, შემდეგ სამეფო ტახტის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, ცოტა რამ იცოდა ომის ხელოვნებისა და სამხედრო ოპერაციების შესახებ. მისი ერთ მუჭად შეკრული არმია მალევე ჩამოიშალა და მისმა წევრებმა რეაბილიტაციასა და ერთმანეთის დახმარებაზეც კი უარი თქვეს. მურად ბახშს საკუთარი წარმატებული თავდასხმები არც ისე იაფად დასჯდომია 一 იგი მძიმედ დაიჭრა, მისი ცხენი კი მოკლეს, თუმცა მან მაინც მოახერხა მტრის მარწუხებისგან თავის დახსნა და გადარჩენა. როდესაც ბრძოლა დასრულდა, დარა შიკო და ხალილულა ხანი სულეიმან შიკოსკენ გაიქცნენ, რამაც საბოლოოდ მოგოლთა ბიმპერიის ბედიც გადაწყვიტა 一 მისი იმპერატორი აურანგზები გახდა.

ბრძოლის შემდეგ აურანგზებიმ აგრას ალყა შემოარტყა და საკუთარი მამა, შაჰ-ჯაჰანი დაატყვევა. მოგვიანებით, დარა შიკო ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა, როცა ხალილულა ხანმა აურანგზების ერთგულება შეჰფიცა. დარა შიკო და სულეიმან შიკო მალე ავღანელმა მომთაბარეებმა შეიპყრეს და აურანგზების გადასცეს. დარა შიკოს აგრას ციხეში შესვლილას აღლუმი გაუმართეს, შეძახილით „არამუსლიმი“. მოგვიანებით, ის სიკვდილით დასაჯეს საკუთარ შვილთან, სულეიმანთან ერთად. მიხუედავად ამისა, აურანგზების ბრძოლა ტახტის შენარჩუნებისთვის ამით არ დასრულებულა 一 მას კიდევ ერთხელ მოუწია, კერძოდ კი 1659 წელს, საკუთარ მეორე ძმასთან, შუჯასთან შერკინება, რომელშიც, ასევე, წარმატებას მიაღწია.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Battle of Samugarh | Mughal history | Encyclopædia Britannica. britannica.com. ციტირების თარიღი: 2015-02-22
  2. Not Plassey 1757 but Samugarh 1658: Fateful tipping point that fixed the subcontinent’s future course.
  3. Samugarh1.JPG (image). 4.bp.blogspot.com. ციტირების თარიღი: 2015-02-22
  4. Lal, M. (1988). Aurangzeb. Vikas Pub. House. 
  5. Military History of India: The Battle of Khajwa. horsesandswords.blogspot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-29. ციტირების თარიღი: 2015-02-22