სამპსონიევსკის ხიდი
სამპსონიევსკის ხიდი (რუს. Сампсониевский мост) — ტრამვაის, საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე დიდ ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე ნევის მარჯვენა სანაპიროსა და პეტროგრადის კუნძულს. ხიდის სიგრძეა 193 მეტრი, ხოლო სიგანე — 27,7 მეტრი.
სამპსონიევსკის ხიდი რუს. Сампсониевский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°57′28″ ჩ. გ. 30°20′13″ ა. გ. / 59.95778° ჩ. გ. 30.33694° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის |
გადებულია | დიდი ნევკა |
სიგრძე | 193 მ |
სიგანე | 27,7 მ |
გახსნის თარიღი | 1806 წ. |
რეკონსტრუქცია | 1847, 1871, 1889, 1908, 2000-2001 წწ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი ერთმანეთთან აკავშირებს კუიბიშევის ქუჩასა და პეტორგრადის სანაპიროს ფინეთის პროსპექტთან და პიროგოვის სანაპიროსთან.
ხიდთან ახლოს მდებარეობს გემი-მუზეუმი ავრორა, სასტუმრო „სანქტ-პეტერბურგი“ და ნახიმოვის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.
დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს გრენადერის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „ლენინის მოედანი“ და „გორკოვსკაია“.
სახელწოდება
რედაქტირება1784 წლიდან ეწოდება ვიბორგის ხიდი. თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1822 წელს სამპსონიევსკის დიდი პროსპექტის მიხედვით. ზოგჯერ ხიდს უწოდებენ ჰოსპიტალის ხიდს ახლოს მდებარე სამხედრო-ქვეითი ჰოსპიტალის მიხედვით. 1923 წლის 6 ოქტომბერს ხიდს ეწოდა თავისუფლების ხიდი, ხოლო 1991 წლის 4 ოქტომბერს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.
ისტორია
რედაქტირება1806 წლიდან აქ მდებარეობდა გრენადერის მცურავი ხიდი, რომელიც შემდეგ გადაიტანეს სხვა ადგილზე. 1847 წელს ააგეს ხის 13-მალიანი ხიდი. გასახსნელი იყო ვიბორგის მხრიდან მეორე მალა. ხიდის სიგრძე იყო 242 მეტრი, სიგანე — 12,7 მ. ხიდი იხსნებოვა ხელით. 1862-1871 წლებში ხიდი კაპიტალურად გარემონტდა ისე, რომ შეინარჩუნეს ძველი კონსტრუქცია. 1877 წელს ხიდი გაამაგრეს კონკის გზის გაყვანასთან დაკავშირებით.
XX საუკუნის დასაწყისში ხიდი საკმაოდ მოძველებული იყო. 1907-1908 წლებში ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით შეადგინეს მუდმივი ხიდის ორი პროექტი მეტალისა და რკინა-ბეტონის, რომლის ავტორიც იყო გ. გ. კრივოშეინი. ქალაქის კომისია დაეთანხმა მეტალის ვარიანტს. 1908 წელს დაიწყეს ხიდის მშენებლობა.
2000-[[2001] წლებში მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 2012 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 27 მაისამდე ნევის მარჯვენა სანაპიროს განახლებასთან დაკავშირებით სიმპსონიევსკის ხიდი დაკეტილი იყო ტრანსპორტისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 471—472. — 511 с.
- Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 233, 334. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 111. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сампсониевский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20190204135935/http://krti.gov.spb.ru/mosty-sankt-peterburga/sampsonievskij-most/ დაარქივებული 2019-02-04 საიტზე Wayback Machine. Сампсониевский мост] //Комитет по развитию транспортной инфраструктуры Санкт-Петербурга