სამოციქულო, ქრისტიანული ღვთისმსახურისათვის განკუთვნილი კრებული. საწინასწარმეტყველოსაგან განსხვავებით, რომელიც უმთავრესად ძველი აღთქმის ქინასწარმეტყველთა წიგნების საკითხავებს შეიცავს. სამოციქულო ახალი აღთქმიდან გამოკრებილი საკითხავებისაგან შედგება.

X საუკუნამდე სამოციქულო განცალკევებით არ გვხვდება. ლექციონარი შეიცავდა როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის საკითხავებს. სამოციქულოს ტიპის კრებულებს ძველად „სახარება საწელიწდო გამოკრებული“ ან „სამოციქულო გამოკრებული“ (ბერძნულად აპრაკოსი) ერქვა. სამოციქულოს უძველესი თარგმანი გიორგი მთაწმიდელს ეკუთვნის (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხელნაწერი H-1299).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;