სამოქალაქო ომი ცენტრალისტებსა და ფედერალისტებს შორის

სამოქალაქო ომი ცენტრალისტებსა და ფედერალისტებს შორის
თარიღი 1812-1814
მდებარეობა კოლუმბია
მიზეზი უთანხმოება ცენტრალიზაციისა და ფედერალიზაციის მომხრეებს შორის
შედეგი ახალი გრანადის გაერთიანებული პროვინციების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
კუნდინამარკას პროვინციის ოკუპაცია

სამოქალაქო ომი ცენტრალისტებსა და ფედერალისტებს შორის (1812-1814) — პირველი სამოქალაქო ომი კოლუმბიის ისტორიაში.

1810 წელს რევოლუციური მოვლენები დაიწყო ახალი გრანადის ესპანეთის ვიცე-სამეფოში. ტერიტორიულმა ერთეულებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოუცხადეს დაუმორჩილებლობა ესპანეთის რეგენტულ საბჭოსა და ინდოეთს. ამავდროულად, ბევრ ადგილობრივ ხუნტას არ სურდა დამორჩილებოდა ვიცე-მეფის ყოფილ დედაქალაქს. 1810 წლის დეკემბერში გაიმართა აჯანყებულთა წარმომადგენელთა კონგრესი, თუმცა რადგან კონგრესზე შეიკრიბნენ მხოლოდ ექვსი პროვინციის (ანტიოკია, კარტახენა, კასანარე, პამპლონა, ტუნხა და პოპაიანი) წარმომადგენლები, ვერ შემუშავდა კონსტიტუცია.

 
 
ანტონიო ნარინიო

1811 წლის 27 ნოემბერს ტუნხაში გაიმართა მეორე კონგრესი, რომელზეც ანტიოქიას, კარტახენას, ნეივას, პამპლონას და ტუნხას პროვინციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ახალი გრანადის გაერთიანებული პროვინციების ფედერაციის აქტს. აქტის მიხედვით გამოცხადდა პროვინციების ავტონომია, სუვერენიტეტი და თანასწორობა. „ფედერალისტებს“ დაუპირისპირდნენ „ცენტრალისტები“ ბოგოტას და ჩოკოს პროვინციებიდან, რომლებიც იცავდნენ ძლიერი ცენტრალიზებული ძალაუფლების კონცეფციას, მათ ხელი არ მოაწერეს აქტს. კუნდინამარკას პროვინციამ გაიყვანა თავისი წარმომადგენლები; მოგვიანებით მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახალი გრანადის პროვინციების ნაწილი ესპანეთის ერთგული დარჩა.

1811 წელს კუნდინამარკამ დაიკავა მარიკიტას პროვინცია და ნეივას პროვინციის ნაწილი, რამაც გამოიწვია დაძაბულობა კუნდინამარკასა და სხვა პროვინციებს შორის. ურთიერთობები 1812 წლის განმავლობაში გამწვავდა და მწვავე საომარი მოქმედებები დეკემბერში დაიწყო.

ბოგოტას ხელმძღვანელობით, კუნდინამარკა აკონტროლებდა ცენტრალურ მაღალმთიანეთს, რომელიც ისტორიულად იყო ახალი გრანადის ჰეგემონიურ რეგიონის უმდიდრესი და ყველაზე დასახლებული ადგილი. ანტონიო ნარინიომ საზიანოდ ჩათვალა კონფედერაციაში გაწევრიანება, რადგან კუნდინამარკა დაკარგავდა თავის რესურსებსა და გავლენას.

1812 წლის 2 დეკემბერს „ფედერალისტების“ ჯარებმა ტუნხას პროვინციიდან ანტონიო ბარაიას მეთაურობით გაიმარჯვეს ვენტაკემადაში და გადავიდნენ სანტა-ფე-დე- ბოგოტაში. 1813 წლის 9 იანვარს კუნდინამარკას ჯარებმა ანტონიო ნარინიოს მეთაურობით დაამარცხეს „ფედერალისტები“ სან ვიქტორინოში ბოგოტასთან ახლოს, რის შემდეგაც საომარი მოქმედებები შეჩერდა. 1813 წლის ბოლოს, როიალისტებმა დაიწყეს შეტევა კუნდინამარკაზე სამხრეთიდან. ნარინიო იძულებული გახდა მათ წინააღმდეგ წასულიყო, მაგრამ თავდაპირველი გამარჯვებების შემდეგ დამარცხდა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ „ფედერალისტებმა“ ახალი შეტევა წამოიწყეს ბოგოტას წინააღმდეგ. ფედერალისტთა ჯარებს მეთაურობდა ვენესუელელი სიმონ ბოლივარი. 1814 წლის 10 დეკემბერს ბოგოტა აიღეს და კუნდინამარკა გახდა ახალი გრანადის გაერთიანებული პროვინციების ნაწილი.

პროვინციების შიდა კონფლიქტებმა განაპირობა ის, რომ ერთეულები ვერ მოემზადნენ გარე აგრესიის მოსაგერიებლად და ერთი წლის შემდეგ ისინი ესპანელებმა დაიპყრეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება