სამოქალაქო თავდაცვა

სამოქალაქო თავდაცვა, მშვიდობიანობისა და ომის დროს მტრის შესაძლო თავდასხმისაგან მოსახლეობის დაცვისა და სახალხო მეურნეობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად დასახულ თავდაცვის ღონისძიებათა სისტემა. მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის დაცვის ღონისძიებები ხორციელდება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს 1914—1918 წლებში. ბირთვული იარაღისა და რაკეტების გაჩენა — განვითარების შედეგად 1950-60-იან წლებში სამოქალაქო თავდაცვა შეიქმნა თითქმის ყველა უდიდეს სახელმწიფოში.

სამოქალაქო თავდაცვას საერთო ხელმძღვანელობას უწევდნენ მთავრობები, ხოლო ადგილებზე — ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები. სამოქალაქო თავდაცვას უშუალოდ ხელმძღვანელობისათვის შექმნილია მართვის სპეციალური ორგანოები და ხდება საჭირო ძალების და საშუაელებათა მომზდება. თანამედროვე პირობებში სამოქალაქო თავდაცვა გულისხმობს მოსახლეობის ევაკუაციას იმ ქალაქებიდან, რომლებზედაც მოსალოდნელია მასობრივი მოსპობის იარაღით თავდასხმა. ევაკუციისათვის წინასწარაა შერჩეული რაიონები და აგებულია თავშესაფრები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის უზრუნველყოფას დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით (აირწინაღები, რესპირატორები, სამედიცინო პრეპარატები), რაც შესაძლებელს ხდის შეამციროს რადიოაქტიური თუ სხვა სახის მოწამვლის საშიშროება.

ლიტერატურა

რედაქტირება