სამოსელი პირველი (კომპანია)

კომპანია

სამოსელი პირველიქართული ეროვნული სამოსის საერთაშორისო სტანდარტების პირველი კომპანია.

სამოსელი პირველი
დაფუძნდა 2009 წ.
სათავო ოფისი თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
პროდუქცია ქართული ეროვნული სამოსი და აქსესუარები, სამკაულები, სამშვენისები.

ისტორია რედაქტირება

დაარსდა 2009 წელს, პირველი მაღაზია გაიხსნა 2010 წლის 24 აპრილს. კომპანიის შექმნის იდეა ეკუთვნის ბიზნესმენ ლევან ვასაძეს. სახელწოდება "სამოსელი პირველი" აღებულია იესო ქრისტეს იგავიდან უძღები შვილის შესახებ.

სტრუქტურა რედაქტირება

სამოსელი პირველი აერთიანებს თანამედროვე საწარმო-სამკერვალოს, კვლევით ცენტრსა და საერთაშორისო მოთხოვნების მაღაზიას. კომპანიის ბირთვს შეადგენს პროფესიონალი მკვლევარების, მხატვრების , მკერავებისა და მმართველების გუნდი, რომლებიც უკვე არაერთი წელია მუშაობენ.

საქმიანობა რედაქტირება

  • სახელმწიფო მუზეუუმებსა და საცავებში, ასევე კერძო კოლექციებში დაცული ეროვნული სამოსის, ასევე შესაბამისი სამკაულებებისა და სამშვენისების მოკვლევა და ზედმიწევნით შესწავლას.
  • საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული ქსოვილის , სამოსელისა და სამკაულების დამზადების ოსტატთა მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება.
  • ისტორიულ წყაროებში,არქივებსა და მუზეუმებში ეროვნული სამოსის შესახებ მხატვრული, ფოტო და წერილობითი მასალების მოძიება-დამუშავება.
  • მოძიებულ ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა სახეობის ეროვნული სამოსის ნიმუშების აღდგენა.
  • სხვადასხვა ქვეყნებიდან უმაღლესი ხარისხის ქსოვილის , ასევე თანამედროვე სამკერვალო დანადგარების საქართველოში ჩამოტანა და თბილისში საკუთარი საერთაშორისო დონის სამკერვალო-საწარმოს შექმნა.
  • ნაწარმის უზადო ხარისხის მისაღწევად კომპანის მართვის თანამედროვე საერთაშორისო დონესთან შესაბამისობაში მოყვანა.კომპანიის ძირითადი პრიორიტეტი და მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების დამზადების ტრადიციების შესწავლასა და გაცოცხლებას, თანამედროვე ქართველთა ყოფიერებაში ეროვნული საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება