სამკურნალო მცენარეების მუზეუმი (შუშა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შუშას სამკურნალო მცენარეების მუზეუმი (აზერ. Şuşa Dərman Bitkiləri Muzeyi) — აფთიაქი-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ქალაქ შუშაში, აზერბაიჯანში. ეს მუზეუმი, რომელიც ეძღვნებოდა სამკურნალო მცენარეებს. დაიხურა 1992 წლის მაისში სომხური ოკუპაციის გამო.[1]

სამკურნალო მცენარეების მუზეუმი
დაარსდა 29 ივლისი 1984
ქვეყანა თარგი:ქვეყნის მონაცემები აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
მდებარეობა შუშა
დირექტორი ამირშაჰ მამედოვი

სამკურნალო მცენარეების მუზეუმი გაიხსნა 1984 წლის 29 ივლისს ქალაქ შუშაში ვაგიფის პოეზიის ფესტივალის დროს. მუზეუმის დირექტორი იყო ამირშაჰ მამედოვი.[2] მუზეუმში 50-ზე მეტი სამკურნალო მცენარე იყო გამოფენილი: გვირილა, ფარსმანდუკი, ბაღის ტუხტი, მრავალძარღვა, ნემსიწვერა, შვიტა, ავშანი, ჭინჭარი, მატიტელა, ასფურცელა, დარიჩინი და ურცი.[2]

მუზეუმში არსებული ყველა სამკურნალო მცენარე იზრდებოდა შუშას მდელოებზე, მთებსა და ფერდობებზე. შენობის ნაწილი ეთმობოდა ძველ მედიცინაში გამოყენებულ ინსტრუმენტებს. ერთ კუთხეში ექიმების სამედიცინო ნაშრომების ექსპოზიცია იყო, რომლებიც ხალხური მეთოდებით კურნავდნენ პაციენტებს. მუზეუმის ფარგლებში ფუნქციონირებდა აფთიაქი.[2]

  1. Bir daha “Qarabağ muzeyləri” haqqında azərbaycanca (22 aprel 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 sentyabr 2022. ციტირების თარიღი: 23 sentyabr 2022.
  2. 2.0 2.1 2.2 Şuşa muzeyləri - Yaddaş azərbaycanca (25 may 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 sentyabr 2022. ციტირების თარიღი: 23 sentyabr 2022.