სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა
რესპუბლიკური გ. მიქელაძის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა შეიქმნა 1965 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მეცნიერრებისა და ტექნიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის (დაარსდა 1957) ბაზაზე. 1972 წელს მიენიჭა გივი მიქელაძის სახელი. ბიბლიოთეკის ფონდში იყო 15 მლნ-მდე დაცვითი ერთეული (1985), ყოველწლიურად ბიბლიოთეკა ემსახურებოდა 20 ათასამდე მკითხველს; ბიბლიოთეკა რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკების მეთოდური ცენტრი იყო. 2006 წელს გ. მიქელაძის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა (კოსტავას ქ. 47) და მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეა გაერთიანდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. გოგსაძე ნ..