სამედ მარდანოვი
სამედ აშუმ-ოღლუ მარდანოვი (აზერ. Səməd Haşım oğlu Mərdanov; დ. 22 სექტემბერი, 1909, ტფილისი — გ. 6 აგვისტო, 1939, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კინორეჟისორი. მსახიობ მუსტაფა მარდანოვის ძმა.[1]
სამედ მარდანოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Səməd Mərdanov |
დაბადების თარიღი |
22 სექტემბერი, 1909 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
6 აგვისტო, 1939 (29 წლის) ბაქო |
მოქალაქეობა | სსრკ |
პროფესია | კინორეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამედ მარდანოვი დაიბადა 1909 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ტფილისში. 1935 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იყო გამოჩენილი საბჭოთა რეჟისორის სერგეი ეიზენშტეინის მოწაფე და ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელ კინორეჟისორთა შორის, რომლებმაც პროფესიული განათლება მიიღეს. მარდანოვის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანული ეროვნული კინოხელოვნების განვითარებაზე.[1]
სამედ მარდანოვი არის პირველი აზერბაიჯანული ხმოვანი კინოფილმის და ერთ-ერთი პირველი საბჭოთა კინოკომედიის „ლურჯი ზღვის პირას“ რეჟისორი (1936, დამდგმელი რეჟისორი ბორის ბარნეტი, კინოსტუდია „აზერფილმისა“ და „მეჟრაბლომფილმის“ (მოსკოვი) ერთობლივი ნაწარმოები). მარდანოვის მიერ 1939 წელს გადაღებული ისტორიულ-რევოლუციური ფილმი „კენდლილიარი“ (ეკრანებზე გამოვიდა 1940 წელს) აზერბაიჯანული კინოს „ოქროს ფონდშია“ შეტანილი. ამ ფილმმა აზერბაიჯანულ კინოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოციალისტური რეალიზმის განმტკიცებაში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Мәрданов Мустафа һашым оғлу // Азербайджанская советская энциклопедия / Под ред. Дж. Кулиева. — Б.: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1982. — Т. VI. — С. 519—520.