სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმი

სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმი — აზერბაიჯანელი პოეტის, მეცნიერისა და საზოგადოებრივი მოღვაწის, სამედ ვურღუნის სახელობის მუზეუმი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარეობს. საბჭოთა კავშირის ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მფლობელი მწერლის სახლ-მუზეუმი კომპოზიტორთა და მწერალთა ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი პირველი მემორიალური მუზეუმი იყო აზერბაიჯანში. სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კონტროლის ქვეშაა.[1]

სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმი
 
მემორიალური წარწერა სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმში

მუზეუმი XIX საუკუნეში აგებული შენობაშის მესამე სართულზე, ექვსოთახიან ბინაშია განთავსებული. სამედ ვურღუნი ამ ბინაში სიცოცხლის უკანასკნელ 2 წელიწადში ცხოვრობდა.[2] სახლ-მუზეუმის გახსნა ქვეყნის ხელისუფლებამ 1974 წელს გადაწყვიტა. მუზეუმი 1975 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა. უკანასკნელ წლებში სამუზეუმო ფონდი გაფართოვდა, ახალი ნიმუშები გამოფინეს და პოეტის სიცოცხლისა და შემოქმედების შესახებ ახალი კვლევები ჩატარდა. მუზეუმის უმთავრეს საქმიანობას ნიმუშების შეგროვება წარმოადგენს. სხვადასხვა მეთოდით წარმოებული კვლევების შედეგად სამუზეუმო ფონდი ვურღუნის პირველადი ფოტოებით, ნახატებით, მანუსკრიპტებით, საკვლევი ნაშრომებით, საჩუქრებით, ძველი გაზეთებით და სხვა მატერიალური ნივთებით შეივსო. დღეისთვის მუზეუმში 16 000 ექსპონატია დაცული.[3]

მუზეუმის შემადგენელი ნაწილია პოეზიის სახლი, რომელიც მწერლის დაბადების ადგილას, სოფელ იუხარი სალახლიში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის რაიონში მდებარეობს. მუზეუმის სამი ოთხი:პოეტის სამუშაო ოთახი, სასტუმრო ოთახი და საძინებელი ხელუხლებლადაა შემონახული. დანარჩენ 3 ოთახში გამოფენებია მოწყობილი, რომლებიც მწერლის სიცოცხლესა და საზოგადოებრივი მოღვაწეობას ასახავს.[1]

 
სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმის სასტუმრო ოთახი

პოეტის ოფისი, კაბინეტი სადაა, ყველაფერი მოწესრიგებულია: საწერი მაგიდა, სკამები, წიგნებით სავსე კარადები. საწერ მაგიდაზე უკანასკნელი მანუსკრიპტები, მწერლის ცოლისა და შვილის ფოტო და პატარა კალათაში მოთავსებული მეწამული შარფია. მწერალმა ამ საწერ მაგიდასთან შექმნა „ვაგიფი“, „ფარჰადი და შირინი“, „ადამიანი“, „აიღუნი“ და ბევრი სხვა.[4]

მწერლის სასტუმრო ოთახიც ხელუხლებლადაა შემორჩენილი. სამედ ვურღუნი სტუმართმოყვარე პიროვნება იყო. მას ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები - მწერლები, კომპოზიტორები, მსახიობები, სოფლის მუშეი და მისი ნიჭის თაყვანისმცემლები.[1] სასტუმრო ოთახში დგას როიალი, რომელზეც უზეირ ჰაჯიბეკოვი, ყარა ყარაევი, საიდ რუსტამოვი და სხვები უკრავდნენ. 1944 წელს საცხოვრებელ ოთახში სახალხო არტისტმა, მიხეილ აბდულაიევმა პოეტის პორტრეტი შექმნა. სამედ ვურღუნი მის ბაღშია გამოსახული.[2] სამედ ვურღუნის გარდაცვალებისას, 1956 წლის 27 მაისს, პოეტის ცოლმა საათი გააჩერა, რომელიც დღემდე გაჩერებულია. პოეტის საძინებელი ოთახიც ხელუხლებლადაა შემორჩენილი. აქვეა შემონახული პოეტის გარდაცვალების ნიღაბიც. სახლ-მუზეუმში სამად ვურღუნის ვაჟს, ვაგიფ სამადოღლუ ვურღუნსაც აქვს საწერი მაგიდა, ვიოლინო, პიანინო და სხვა ნივთები.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 Memorial Museums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-17. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  2. 2.0 2.1 House-Museum of Samad Vurgun.
  3. news.lent.az დაარქივებული 2019-10-29 საიტზე Wayback Machine. Opening ceremony of new exhibition
  4. The valuables works written in this house. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-04. ციტირების თარიღი: 2019-10-29.
  5. www.bizimyol.info/news სამედ ვურღუნის სახლ-მუზეუმი