სამედიცინო უნივერსიტეტი (სოფია)
სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგ. Медицински университет в София) ― საჯარო უნივერსიტეტი სოფიაში, ბულგარეთში. დაარსდა 1917 წელს. ბულგარეთის მასშტაბით, უძველესი სამედიცინო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებაა.
სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი | |
---|---|
დაფუძნდა | 22 ნოემბერი, 1917 |
ტიპი | უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ბულგარეთი |
კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] და Coalition for Advancing Research Assessment[2] |
http://www.mu-sofia.bg/ |
ისტორია
რედაქტირება1917 წელს მეფე ფერდინანდ I-ის ბრძანებით სოფიას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაარსდა. მომდევნო წელს პროფესორმა გ. შიშკოვმა პირველი ლექცია წაიკითხა ზოოლოგიის შესახებ. 1950 წელს ეროვნული ასამბლეის პრეზიდიუმის 246-ე დეკრეტის საფუძველზე სამედიცინო ფაკულტეტი დამოუკიდებელი სამედიცინო აკადემია გახდა და სოფიას უნივერსიტეტს გამოეყო. 1954 წელს სამედიცინო აკადემიას უმაღლესი სამედიცინო ინსტიტუტი ეწოდა. ინსტიტუტს სამედიცინო უნივერსიტეტი 1995 წელს ეწოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაკოორდინატები: 42°41′00″ ჩ. გ. 23°18′26″ ა. გ. / 42.68333° ჩ. გ. 23.30722° ა. გ.