სამედიცინო სანთლები

სამედიცინო სანთლები, სუპოზიტორიუმი — დოზირებული მკვრივი სამკურნალო ფორმა, რომელიც შეჰყავთ სწორ ნაწლავში ან საშოში. ჩვეულებრივ პირობებში მკვრივია, ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე. ცილინდრის ან კონუსის სახით მზადდება სამკურნალო ნივთიერებებისა და კაკაოს ზეთისაგან ან მისი შემცვლელებისაგან. აქვს ადგილობრივი და საერთო მოქმედება.[1]

სამედიცინო სანთლები
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 80.