სამედიცინო მრეწველობა
სამედიცინო მრეწველობა — ეკონომიკის დარგი, რომელიც აწარმოებს ჯანმრთელობის დაცვის საშუალებებს და სამედიცინო-ტექნიკურ ნაწარმს. სამედიცინო მრეწველობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მრეწველობის დარგია. ის განვითარებული ქვეყნების მშპ-ს 10%-ს შეადგენს.
სამედიცინო მრეწველობა საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში სამკურნალო ნაწარმს უხსოვარი დროიდან აწარმოებდნე მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ნოვთიერებებიდან, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური, ფოლკლორული და სამედიცინო ლიტერატურული ძეგლები, აგრეთვე ხალხური მედიცინის ტრადიციები. პირველი აფთიაქი საქართველოში გაიხსნა 1740 წელს. საქართველოში სამედიცინო მრეწველობის განვითარებაში წვლილი შეიტანა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა, რომელიც 1932 წელს გაიხსნა. საქართველოში შედარებით ადრე განვითარდა ვირუსული და ბაქტერიული პრეპარატების წარმოება. 1935 წელს თბილისში ამოქმედდა ქიმიური ფარმაცევტული ფაბრიკა, ხოლო 1936 წელს ბათუმში კოფეინის ქარხანა. 1930 წელს დაიწყო რძის შაქრის, ხოლო 1944 წელს ენდოკრინული და ფერმენტული პრეპარატების წარმოება. 1950 წელს ჩამოყალინდა ქობულეთის, 1970 წელს კი შუა ხორგის სუბტროპიკული სამკურნალო მცენარეების მეურნეობები. საქართველოს სსრ-ის წილი საბჭოთა კავშირის სამედიცინო მრეწველობაში შეადგენდა 2%-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიძე, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 716.