სამედიცინო ევაკუაცია
სამედიცინო ევაკუაცია — დაჭრილებისა და ავადმყოფების ორგანიზებული გადაყვანა (ხელით ან ტრანსპორტით) ბრძოლის ველიდან საომარ მოქმედებათა ასპარეზისა და ღრმა ზურგის სამკურნალო დაწესებულებაში. ევაკუაციის დროს ითვალისწინებენ დაშავებულის მდგომარეობას, თუ რამდენად საჭიროებს იგი ამა თუ იმ სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას და დაახლოებით რამდენი დრო სჭირდება მისი ჯანმრთელობის აღდგენას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.