სამგროშიანი ოპერა

ბერტოლდ ბრეხტის პიესა
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამგროშიანი ოპერა (გერმ. Die Dreigroschenoper) 一 გერმანელი დრამატურგის, ბერტოლდ ბრეხტის სამმოქმედებიანი პიესა, რომლის პრემიერაც 1928 წლის 31 აგვისტოს, ბერლინის თეატრში შედგა. ნაწარმოები ადაპტირებულია ავტორის კოლეგისა და მწერლის, ელიზაბეთ ჰაუპტმანის თარგმანიდან XVIII საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი დრამატურგის, ჯონ გეის პიესისა 一 გლახაკის ოპერა, აგრეთვე, პიესის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია XV საუკუნეში მოღვაწე ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ბალადებმაც, რომელთაც მუსიკალური ელფერი კომპოზიტორმა კურტ ვეილმა შესძინა. [1] [2] არსებობს ვერსია, რომ ჰაუპტმანს პიესის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რის გამოც ხშირად მას, ბრეხტთან ერთად, პიესის თანაავტორად მიიჩენევნ ხოლმე. [3]

„სამგროშიანი ოპერა“
Die Dreigroschenoper

ქართული გამოცემა, 2020
ავტორი ბერტოლდ ბრეხტი
ქვეყანა გერმანია
ენა გერმანული
ჟანრი პიესა
გამოცემის თარიღი 1928
მედია ბეჭდური

სპექტაკლი, ერთგვარად, წარმოადგენს კაპიტალისტური სამყაროს კრიტიკას, რომელიც წმინდა სოციალისტური იდეოლოგიითაა გასხივოსნებული. პიესა, რომელიც, აგრეთვე, მოიხსენიება, როგორც "დადგმა მუსიკით", 1933 წლამდე ყველაზე წამრატებულ გერმანულენოვან სპექტაკლად მიიჩნეოდა.[4]

პიესის სიუჟეტი მიმდინარეობს ვიქტორიანულ ეპოქაში, ლონდონის გარეუბან დოჰოში. ბაზრობაზე რიგითი ქუჩის მომღერალი მეკი-დანაზე ბალადას მღერის:

„თუ ზვიგენის კბილებს ყველა

ხედავთ თქვენი თვალითა,

მეკი-დანას ვერ იხილავთ

ხელში თავის დანითა.

თუ სისხლს დაღვრის, ლაყუჩები

ზვიგენს სისხლით ესვრება;

მეკის ხელზე სისხლის კვალის

ნახვას ვინ მოესწრება.

წელს სიკვდილმა ტემზის პირას

ბევრს რომ ხელი დარია,

რისი ჭირი, რის ქოლერა,

მხოლოდ მეკის ბრალია.

თუ კვირა დღეს სტრენდზე კაცის

გვამს იხილავთ, იცოდეთ

ბნელ შუკაში მეკი დაძრწის,

ვინც არავის იცოდებს.

მაიერ შმული დაიკარგა,

მის კვალს გაჰყვა მრავალი.

მეკი-დანამ იცის მათი

ასავალ-დასავალი.“

მოულოდნელად, მხიარულ მეძავთა ჯგუფს ერთი ადამიანი გამოეყოფა და მოედანს სწრაფად გადაკვეთს და გამოჩნდება მეკი-დანა.

პირველი მოქმედება

რედაქტირება

ფირმა „გლახაკის მეგობარი“ 一 ჯონათან ჯერემ პიჩემის დაწესებულება. მისტერ პიჩემი წუხს, რომ ხალხში უპოვართა სიბრალულმა იკლო და ფულს უწინდებურად ვეღარ აკეთებს. ადამიანებს გული გაუცივდათ და ამის გამო ფირმა ზარალდება. საჭიროა ღატაკთა ეკიპირების სამსახურის დახვეწა 一 სახიჩრებმა და დაძონძილებმა, გულსაკლავმა ლეგენდებმა და ლოზუნგებმა ხალხს ცოტაოდენი სიბრალული მაინც უნდა აღუძრას, თუნდაც გულისამაჩუყებელმა „გაცემა გერჩიოს აღებას“. პიჩემი თავისი მოღვაწეობის მიზანს დამწყებ მათხოვარს ანდობს და ჭკუას არიგებს. მისის პიჩემი ჯონათანს შეატყობინებს, რომ მათ ქალიშვილს ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისტერ პიჩემი თავზარდაცემულია, რადგან იგი ბანდიტი მაკჰითი, მეტსახელად მეკი-დანა აღმოჩნდება.

ღატაკთა მეფის ქალიშვილი პოლი ცოლად მიჰყვება ბანდიტთა მეფე მაკჰითს. უბრალო და გულღია ყმაწვილი ბანდიტები ჯეკობ კაუჭი, მატიას მონეტა, უოლტერ მტირალა ტირიფი, რობერტ ხერხი და სხვები საქორწინო სამზადისში არიან და მიტოვებულ თავლაში ნაქურდალ ჭურჭელს, ავეჯსა და საჭმელს აწყობენ. მეკი ქორწილით კმაყოფილია, მაგრამ მეგობრების დაუხვეწავი მანერები არ მოსწონს. ნორჩი ლამაზმანი მღერის „მეკობრე ჯენის“:

„დღისით აქ რომ ჭიქებს ვრეცხავ,

ღამით სტუმრებს ლოგინს ვუშლი,

და ამაში თუკი ჩემთვის გემეტება

ზოგჯერ გროში

მადლიერი სახით შეგთხოვთ, კვლავ მეწვიოთ

ამ უბადრუკ სასტუმროში.

რომ იცოდეთ, ვინა ვარ და რა მაქვს გულში!“

მოდის ყველაზე საპატიო სტუმარი 一 კაპიტანი ბრაუნი, იგივე აფთარი ბრაუნი, ლონდონის მთავარი შერიფი 一 ინგლისის პოლიციის ბურჯი, წარსულში მაკჰითის თანაპოლკელი. ისინი ინდოეთსა და ავღანეთში ერთად იბრძოდნენ და დღემდე მეგობრობენ. მართალია, მეგობრები თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი, მაგრამ ერთმანეთთან სარფიანი გარიგება აქვთ. მეკი და ბრაუნი ორ ხმაში ჯარისკაცის სიმღერას ასრულებენ:

„... და კაპრიდან

ვიდრე კაუჩ-ბეჰარამდე

ზარბაზნები დაგვაქვს ყველგან,

ჰოდა, გზაში თუკი ნავსად

შემოგხვდება უცოხო რასა,

სულ ერთია, თუ რა ფერი:

გინდა შავი, გინდ ყვითელი,

მას უმალვე საკატლეტე ხორცად ვკეპავთ“

ასე გვნებავს.“

მოქმედება კვლავ პიჩემის დაწესებულებაში ინაცვლებს, სადაც პოლი, სიმღერით „როდესაც უმანკო გოგონა ვიყავი“, მშობლებს მიანიშნებს, რომ იგი ქალწული აღარ არის. პიჩემი წუხს, რომ პოლის გარეშე ფირმას ცუდად წაუვა საქმე, რადგან მათხოვართა საძმო ამ გოგონას აღმერთებს. გამოსავალი ისაა, რომ პიჩემმა მეკი პოლიციაში უნდა დაასმინოს. მეკის დაჭერა ძნელი არ არის, რადგან ხუთშაბათობით, ჩვეულებისამებრ, დროს მეძავებთან ატარებს. პიჩემის ოჯახი ასრულებს ზონგს:

„ადამიანს უფლება აქვს იყოს ქვეყნად ბედნიერი,

რადგან ასე ხანმოკლეა დღენი მისი სიცოცხლისა;

ქვის მაგივრად ხელთა ჰქონდეს მუდამ ლუკმა გემრიელი,

მოზიარე იყო ყველა ამქვეყნიურ სიამისა.

მისი წმინდა უფლებაა იყოს ქვეყნად ბედნიერი,

მაგრამ ჩვენდა სავალალოდ ეს არ ხდება მუდამ ასე:

ვისაც რისი უფლება აქვს, თავისთავად იმას კრეფდეს“

მეორე მოქმედება

რედაქტირება

პოლი მაკჰითს ატყობინებს, რომ პოლიციაში დაასმიენს და ბრაუნი იძულებული გახდა, მისი დაპატიმრების ბრძანება გაეცა. მაკჰითი ბანდის საქმეს ცოლდ გადააბარებს, თვითონ კი გაქცევას გეგმავს. პოლი აგრძელებს ქმრის საქმეს და წამრატებით უძღვება ბანდას.

მისტერ და მისის პიჩემები ასრულებენ ინტერმედიას „ბალადა ხორციელი ვნების ვერაგობაზე“ 一 ეს მათი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შესახებ:

„განა ცოტა გვინახია ბრძენთა შორის რჩეულები, მეძავების სათამაშო ტიკინებად ქცეულები“

ხუთშაბათს მეკი, ჩვეულად, ტარნბრიჯში მიდის მეძავებთან. იგი მათთან კლიმატისა და ქვედა საცვლების საკითხზე შინაურულად საუბრობს. მეკი და მისი ძველი მეგობარი, ჯენი მალინა, „სუტენერის ბალადას“ ასრულებენ. პჩემის მიერ მოსყიდულმა ჯენიმ ცდუნებას ვერ გაუძლო და პოლიციას შეეკრა. მოდიან პოლიიცს აგენტები და მაკჰითი მიჰყავთ.

მოქმედება ოლდ-ბრეილის ციხეში ინაცვლებს. მეკი აქ არცთუ ისე მძიმე პირობებშია. პატიმარს ერთდროულად ორი ლამაზმანი მოინახულებს. ერთი მათგანი პოლია, მეკის ცოლი, ხოლო მეორე 一 კაპიტან ბრაუნის ქალიშვილი, სახელად ლუსი, რომელიც მეკიმ პოლიზე ქორწინებამდე ოდნავ ადრე შაცდინა. ისინი ეჭვიანთა დუეტს ასრულებენ. მეკი იძულებულია, უპირატესობა ლუსის მიანიჭოს 一 იგი მას ციხიდან გაქცევაში ეხმარება. მეკი ციხიდან გაქცევას მოახერხებს და მეძავებთან მიდის.

მეორე მოქმედების ბოლოს შემდეგი ფინალი დაერთვის:

„პატიიოსან ცხოვრებას რომ გვიქადაგებთ დღე და ღამე,

რათა ბოროტ საქმეთათვის ჩვენ პასუხი აღარ ვაგოთ;

უმჯობესი არ იქნება, სათოხლავი მოგვცეთ რამე,

ზნეობრივი ცხოვრება კი უკვე შემდეგ გვიქადაგოთ.

და მხურვალედ მოგვიწოდებთ წმინდა სათნოებისაკენ,

რაც არ უნდა იქადაგოთ, იმას ვერსად გაექცევით,

რომ მთავარი საჭმელია და შემდეგ კი სისპეტაკე.

სჯობს ჯერ იმას მიაღწიოთ, თუ შეგტკივათ ხალხზე გული,

რომ საწყალ ხალხს სანატრელი არა ჰქონდეს ლუკმა-პური“

მესამე მოქმედება

რედაქტირება

დღეს დედოფლის კურთხევის დღეა და პიჩემი თავის მათხოვრებს საფუძვლიანი სამუშაოსთვის ამზადებს. მოდიან მეძავები და პიჩემს ფულს იმისთვის სთხოვენ, რომ მათ მაკჰითს უღალატეს. პიჩემი უარს ეუბნება: მეკი ხომ ციხეში აღარ ზის. ჯენი მალინა მეკის შესახებ ამბობს: „ის უკანასკნელი ჯენტლმენია ლონდონში და თუ ჩვენი კოლეგა სიუკი თოდრი ამჟამად ჩვენთან ერთად არ იმყოფება, ეს იმის გამო, რომ ის ჯენტლმენი ჩემგან ახლა მასთან წავიდა, რათა ისიც ენუგეშებინა“. ასე ღალატობს ჯენი მეორედ თავის მეგობარს, ამჯერად, უანგაროდ. მოდის აფთარი ბრაუნი. იგი ცდილობს, მათხოვრები დღესასწაულზე არ დაუშვას. მათხოვრები მღერიან:

„მარტო თავის თავით აბა,

ქვეყნად იგი რას გააწყობს,

მარტო თავის თავით ალბათ

მკბენარებს თუ გამოაძღობს“

პიჩემი მას თავის ძლიერებას უმტკიცებს და ემუქრება: თუ იგი ბრძანებას გასცემს, ქუჩაში იმდენი მათხოვარი გამოვა, რომ დღესასწაული ჩაიშლება. შეშინებული ბრაუნი ჰპირდება, რომ მათხოვრებს ხელს არ ახლებს. თანაც მზად არის, დაუყოვნებლივ დააპატიმროს მეკი.

ლუსი ბრაუნსა და პოლის ისევ ვერ გადაუწყვეტიათ, ვის ეკუთვნის მეკი. ისინი ხან კეთილშობილი ქალბატონებივით, ხან საქმიანი მეტოქეებივით, ხან კი მეგობრებივით საუბრობენ. ხოლო მეკი ისევ ციხეშია, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 一 ის დღესვე უნდა ჩამოახრჩონ. მეკი სიკვდილის მოლოდინშია. თანამზრახველებმა მის გადასარჩენად ნახევარ საათში ათასი ფუნტი უნდა იშოვონ. ისინი მაინცდამაინც არ ჩქარობენ. მოდის ბრაუნი და მეგობრების საუბარი ფულადი გარიგებით მთავრდება.

მეკი ეშაფოტზე აჰყავთ. იგი ყველას პატიებას სთხოვს:

„ყველა კახპას და მათხოვარს,

მათ მაჭანკლებს, ქურდებს, მკვლელებს,

ჯიბგირებს და გზის ყაჩაღებს,

ყველას შეგთხოვთ, მომიტევეთ..“

უეცრად სცენაზე პიჩემი გამოჩნდება: „ქვეყანა ისეა მოწყობილი, რომ მეკი უნდა დაისაჯოს. ვერანაირი მეგობრები მას ვერ უშველიან. ჩვენს ბალაგანში კი ყველაფერი გაცილებით უკეთ მოგვარდება. სპეციალურად თქვენთვის, პატივცემულო საზოგადოებავ, ჩვენ მოვიპატიჟეთ მეფის შიკრიკი, რომელიც ახლა დედოფლის შეწყალებას გამოაცხადებს“.

გამოჩნდება მეფის შიკრიკი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ამცნობს, რომ დედოფლის კურთხევასთან დაკავშირებით მეკი შეწყალებულია, დედოფალმა მას შეწყალებასთან ერთად შთამომავლობითი აზნაურის წოდება უბოძა, მარმარელის ციხე-დარბაზი და ათი ათასი გირვანქა რენტა გადასცა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Threepenny Opera - Internet Broadway Database
  • The Threepenny Opera Website, historical information, audio files, quotes, and quizzes (requires Adobe Flash)
  • Information on The Threepenny Opera English version, marc-blitzstein.org
  • Mack the Knife“ (1989)კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
  • Brockett, Oscar G. and Hildy, Franklin J., History of The Theatre, Allyn and Bacon, 2002 (9th Edition), ISBN 0-205-35878-0
  • (1996) Opera: A Penguin Anthology. London: Penguin Books. ISBN 978-0-14-026073-1. 
  • Haas, Michael; Uekermann, Gerd (1988). Zu unserer Aufnahme (Booklet accompanying the 1988 recording, Cat: 430-075). London: Decca Record Company.
  • Hinton, Stephen (1990). Kurt Weill: The Threepenny Opera. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33026-8. 
  • Hinton, Stephen (2013). „Dreigroschenoper, Die“. The New Grove Dictionary of Opera. Oxford Music Online.
  • Ross, Alex (2008). The Rest is Noise. London: Fourth Estate. ISBN 978-1-84115-475-6. 
  • Taruskin, Richard (2010). Music in the Early Twentieth Century. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-538484-0. 
  • (1994) The Cambridge Companion to Brecht. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-42485-1. 
  • Warrack, John and West, Ewan (1992). The Oxford Dictionary of Opera. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-869164-5
  1. Taruskin 2010, p. 535.
  2. Thomson & Sacks 1994, p. 108.
  3. Thomson & Sacks 1994, pp. 108–109.
  4. Hans Hielscher: Welthit mit Haifischzähnen. In: Spiegel online. 10. Februar 2020.