სამგორ-პატარძეულის ნავთობის საბადო
სამგორ-პატარძეულის ნავთობის საბადო — მდებარეობს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოს გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. აგებულია გვიანდელი ცარცულიდან გვიანდელი პლიოცენურამდე ასაკის ტერიგენული, კამბონატული და ვულკანურ-დანალექი ქანების სქელი (7–8 კმ-მდე) კომპლექსით. საბადოში გამოიყოფა 3 ბრაქინტიკლური ნაოჭი — სამგორის, სამხრეთ სამგორისა და პატარძეულის. საბადოს შესწავლა ბურღვით დაიწყო 1953 წლიდან. საბადოს ტერიტორიაზე განვითარებული შუაეოცენური ნალექების ინტენსიური შესწავლის შედეგად 1974 წელს აღმოჩნდა ნავთობის მაღალდებიტიანი ბუდობი. შუაეოცენური ნალექებიდან მიღებული ნავთობი მაღალი ხარისხისაა — მსუბუქია, მცირედ პარაფინიანი და უგოგირდო. პერსპექტიულია ქვედაოცენური, პალეოცენური და ზედაცარცული ნალექებიც, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლალიევი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.