სამბუკა
სამბუკა — იტალიური უფერო ლიქიორი, რომელიც არომატიზებულია ანისულით. მის ყველაზე გავრცელებულ სახეობას ხშირად უწოდებენ თეთრ სამბუკას, რათა განასხვაონ იგი სხვა ჯიშებისაგან, რომლებიც ღრმა ლურჯი ფერისაა (შავი სამბუკა) ან ნათელი წითელი (წითელი სამბუკა). [1] ანისულის სხვა არომატის მქონე ლიქიორის მსგავსად, უზოს ეფექტი ზოგჯერ შეიმჩნევა წყალთან შერწყმისას. მისი ალკოჰოლური სიმაგრე მერყეობს 38 - 42%-მდე, ძირითადი შემადგენლობაა მცენარეული ბალახები და სხვადასხვა სანელებლები. მთავარი შემადგენელი ბალახებია ანისული და შავი ანწლი, საიდანაც იღებს სათავეს სასმელის დასახელებსაც. ანწლის ლათინური დასახელებაა Sambucus.
ინგრედიენტები
რედაქტირებასამბუკა არომატიზირებულია ეთერზეთებით, რომლებიც მიიღება ანისულიდან, ან ნაკლებად ხშირად, მწვანე ანისულიდან. სხვა სანელებლებია ანწლი, ძირტკბილა და სხვა. იგი ჩამოსხმული უნდა იყოს მინიმუმ 38% ალკოჰოლით შემცველობით. [1] [2] ზეთებს ემატება სუფთა ალკოჰოლი, შაქრის კონცენტრირებული ხსნარი და სხვა არომატიზატორი. ყველაზე პოპულარულია გამჭირვალე ბლანტი და ტკბილი სამბუკა, თუმცა მწრმოებლები აწარმოებენ სხვადასხვა ფერებს, შესაძლებელია შეგხვდეს მუქი და წითელი შეფერილობის სამბუკა.
ის მზადდება ხორბლის სპირტის ფუძეზე, შაქრის, ანისულისა, დიდგულასა და შავი ანწლის ყვავილებისა და ნაყოფისგან. დამატებითი სხვა ბალახების შესახებ მწარმოებლები არ საუბრობენ, რადგანაც ეს მწარმოებლის კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს.
ისტორია
რედაქტირებატერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვა Sambucus, რაც ნიშნავს „ანწლს“. [3] პირველად სიტყვა სამბუკა გამოყენებული იქნა, როგორც სხვადასხვა მოხარშული ალკოჰოლური სასმელების სახელი, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ შექმნა ლუიჯი მანციმ.
მიწოდება
რედაქტირებასამბუკას მიირთმევენ სუფთად, გაუზავებლად. თუმცა მას შეიძლება დაემატოს ყინულის კუბები და წყლით, რის შედეგადაც უზოს ეფექტი მიიღება. ანისულის სხვა ლიქიორების მსგავსად, ის შეიძლება დალიონ ყავის შემდეგ, მაგალითად ამაცაკაფეს შემდეგ ან პირდაპირ ყავას დაემატოს შაქრის ნაცვლად, კაფე კორეტოს წარმოსაქმნელად. [4]
სამბუკას ულუფას შეიძლება დაემატოს ყავის შვიდი მარცვალი, რომელიც წარმოადგენს რომის შვიდი ბორცვს. ტრადიციული ულუფა არის ყავის სამი მარცვალი, რომელშიც თითოეული წარმოადგენს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. [3] [5] სასმელს ჭიქაში ცეცხლს უკიდებენ, ცოტა ხანში აქრობენ და სწრაფად, რომ ვერ მოასწროს გაგრილება, ისე მიირთმევენ [6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სამბუკა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Traditional guide to Sambuca
- ↑ REGULATION (EC) No 110/2008 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 15 January 2008 on the definition, description, presentation, labelling and the protection of geographical indications of spirit drinks and repealing Council Regulation (EEC) No 1576/89. European Union. ციტირების თარიღი: 28 October 2016.
- ↑ 3.0 3.1 Rathbun, A.J. (2011). Ginger Bliss and the Violet Fizz: A Cocktail Lover's Guide to Mixing Drinks Using New and Classic Liqueurs. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 197. ISBN 1558326650. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
- ↑ Gray, W. Blake (February 23, 2006). „Coffee drinks give 'I'm buzzed' a double meaning“. ციტირების თარიღი: 2013-12-23.
- ↑ „Wine & Spirit“. 2008. ციტირების თარიღი: 2013-12-23. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ (Nov 1, 2007) 1001 Foods To Die For. ციტირების თარიღი: 2013-12-23.