სამბეკის დიდების მემორიალი

სამბეკის დიდების მემორიალი (რუს. Мемориал Славы на Самбекских высотах) — მემორიალური კომპლექსი როსტოვის ოლქის ნეკლინოვის რაიონში. სოფელ სამბეკის ახლოს. ძეგლი აღმართულია 130-ე და 416-ე მსროლელთა დივიზიის პატივისცემის ნიშნად, რომელთაც ეწოდებოდათ ტაგანროგული დივიზიები.

სამბეკის დიდების მემორიალი
რუს. Мемориал Славы на Самбекских высотах
კოორდინატები 47°19′00″N 39°00′38″E / 47.316691° ჩ. გ. 39.010674° ა. გ. / 47.316691; 39.010674
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ელიჯან შამილოვი, ვ. გრიგორი, ი. გრიგორი
გახსნის თარიღი 1980

აღწერა რედაქტირება

მემორიალის პროექტის ავტორია ბაქოელი მოქანდაკე ელიჯან შამილოვი[1] და როსტოველი არქიტექტორები ვ. გრიგორი და ი. გრიგორი[2]. ძეგლი შედგება ორი ბეტონის მონუმენტური ფილისაგან, რომელიც შუაში გახსნილია. მასზე გამოსახულია მსროლელთა იმ ორი დივიზიის მებრძოლები, რომლებმაც გაათავისუფლეს ეს ადგილები. მემორიალი როსტოვის ოლქის ყველაზე დიდი ძეგლია.

ისტორია რედაქტირება

სამბეკის დიდების მემორიალის საზეიმო გახსნაში 1980 წლის 7 მაისს მონაწილეობდა აზერბაიჯანის დელეგაცია, რომელსც სათავეში ედგა აზერბაიჯანის სსრ-ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჰეიდარ ალიევი[3][4].

სამხედრო-ისტორიული მუზეუმის კომპლექსი რედაქტირება

2014 წელს ცნობილი გახდა, რომ შეიქმნებოდა სამხედრო-ისტორიული კომპლექსი „სამბეკის სიმაღლეები“[5]. იგიგანთავსებული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 5 ჰექტარზე სოფელ სამბეკის მახლობლად, ტაგანროგთან[5].

2015 წლის 6 მაისს დაიგეგმა მუზეუმისათვის საფუძვლის ჩაყრა[6], მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საფუძვლის ჩასაყრელად გათხრილ ტერიტორიაზე აფეთქებასაშიში ნივთების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სამბეკის სიმაღლეების“ სამხედრო-ისტორიული მუზეუმის გახსნა გადაიდო გაურკვეველი ვადით[7].

2015 წლის 30 აგვისტოს, ტაგანროგის გათავისუფლების დღეს გაიხსნა მემორიალური სამუზეუმო დაფა[8]. 2015 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო საქველმოქმედო ფონდმა მუზეუმის დასახმარებლად[9].

სქოლიო რედაქტირება

  1. Бровкина М. Самбекские высоты // Российская газета. — 2012. — 12 мая.
  2. Мемориал Славы на Самбекских высотах на сайте «Wikimapia»
  3. Открытие «Мемориала славы» воинского подвига бойцов 130-й и 416-й стрелковых дивизий в честь 35-летия Победы
  4. Азербайджанская диаспора приняла участие в Параде Победы у "Мемориала Славы «На Самбекских Высотах»[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 Собств. корр. На разработку документации для строительства военно-исторического комплекса «Самбекские высоты» предусмотрено 18 млн рублей დაარქივებული 2017-01-01 საიტზე Wayback Machine. // Русская планета. — 2014. — 10 июля.
  6. Собств. корр. 59 снарядов в день // bogudonia.ru. — 2015. — 29 апр.
  7. Собств. корр. Под Таганрогом отменена закладка камня под будущий музей // www.ruffnews.ru. — 2015. — 5 мая.
  8. Виктор Дерябкин, Владимир Гребенюк и Асланбек Джиоев приняли участие в памятном мероприятии, посвященном 72-й годовщине прорыва Миус-фронта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
  9. Мирошникова Ю. Музей военный... Музей народный! // Таганрогская правда. — 2016. — 6 мая. — С. 3.