სამაჭრია
სამაჭრია, სადადეგო, საბადაგო — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ვაზის სახელი მის სამეურნეო დანიშნულებაზე მეტყველებს.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო და ზოგჯერ საშუალოზე პატარა ზომისაა, კვერცხისებური ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძლიერ კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია წითელი, მაგრამ მტე-ვანში ერთდროულად გვხვდება მუქი წითელი და შავი მარცვლები. კანი თხელი აქვს, ნაკლებად მკვრივი, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი ძალიან წვნიანია, წვენი შეუფერავია, მომჟავო-მოტკბო გემოთი.
სამაჭრია საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.
სამაჭრია გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 329