სამაროვანი ნაშალა
სამაროვანი ნაშალა — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ თეთრი წყლების სამხრეთით, ბურთულად წოდებულ ადგილზე. 1974 წელს შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა და კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. თარიღდება ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნით. სადაზვერვო თხრილში (სიგრძე — 7,75 სმ, სიგანე — 0,4 მ), 0,2 მ სიღრმეზე. აღმოჩნდა 4 სამარხი, რომელთა უმეტესობა განადგურებულია. „ნაშალის“ არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს მახვილები, სამკაულები, სხვადასხვა მასალის მძივები) თეთრი წყლების სამაროვნის იდენტურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 228.