სამარის რკინიგზის მუზეუმი
მუზეუმი რუსეთში
სამარის რკინიგზის მუზეუმი (რუს. Самарский железнодорожный музей) — სპეციალიზებული მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში ლიტვინოვის ქუჩაზე. მუზეუმი განთავსებულია სამარის სახელმწიფო საგზაო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ტერიტორიაზე (ადრე სადგურ ბეზიმიანკის სარკინიგზო ჯარების მე-9 ბრიგადის პოლიგონი).
სამარის რკინიგზის მუზეუმი | |
---|---|
ელმავლები სამარის რკინიგზის მუზეუმში | |
53°13′27″ ჩ. გ. 50°17′41″ ა. გ. / 53.2242194° ჩ. გ. 50.2949500° ა. გ. | |
დაარსდა | 9 ნოემებრი, 2010 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სამარა |
სტატუსი | მუზეუმი |
ისტორია
რედაქტირებამუზეუმის შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები 2010 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და სულ რაღაც ორ თვეში დასრულდა. აღნიშნულ პროექტში რუსეთის რკინიგზამ 5 მილიონი რუბლი ჩადო.
2010 წლის 9 ნოემბერს მუზეუმის საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც კუიბიშევის რკინიგზის 136-ე და სააქციო საზოგადოება რუსეთის რკინიგზის შექმნიდან მე-7 წლისთავს მიეძღვნა[1].
ექსპონატები
რედაქტირება- ინფრასტრუქტურა
- დაშკოვო რკინიგზის სადგური შენობა (სადგურ დაშკოვოდან (პენზის ოლქი) გადმოტანილი XIX საუკუნის შუა პერიოდის რკინიგზის სადგური უნიკალური ნაგებობა
- სემაფორები, ისრები და სხვა სასიგნალო მოწყობილობები.
- ძველი ხიდის ელემენტები
- ლიანდაგების ნიმუშები
- მოტორვაგონური მოძრავი შემადგენლობა
- ელექტრომატარებელი ЭР200 ორი ვაგონის ЭР200-252, ЭР200-254 შემადგენლობით და მთავარი ვაგონით ЭР200-107
- ვაგონები СД № 035 და СМ3 № 256, ორივე ვაგონის თავდაპირველი სერია იყო СВ, შემდეგ СД, ორივე მათგანს გადაკეთებული აქვს კარებები უფრო დაბალი ბაქნებისათვის, СМ3 სერია მიიღეს 1956 წელს 3 კვ ძაბვაზე გადაკეთების შემდეგ. წარმოადგენს მუზეუმის ერთ-ერთი უძვირფასეს ექსპონატს, რადგან მსგავსი ელექტროსექციის ვაგონები მხოლოდ ოქტომბრის რკინიგზის სადგურის მუზეუმში ინახება.
- ელექტრომატარებელი ЭР2-371 , მისაბმელიანი, მთავარი და ძრავის ვაგონები, პირვანდელი სახით არ არის წარმოდგენილი.
- დიზელის მატარებელი ДР1А-310
- ორთქლმავლები
- ჩერეპანოვების ორთქლმავლის მაკეტი
- П36-0232, ძლიერ დაუკომპლექტებელი. ჩამოტანილია ზლატოუსტიდან (ჩელიაბინსკის ოლქი) (იქ კიდევ დარჩა П36-0058-ის ნაშთები)
- Л-0815
- ЛВ-0268
- ЭР766-80
- Еа-2735, მიღებულია 2015 წლის დეკემბერში, შორეული აღმოსავლეთის რკინიგზიდან
- თბომავლები
- ТЭП60-1029
- ТЭ3-5531
- 2ТЭ10Л-1364
- ЧМЭ3-5188
- ТЭМ2-3018
- ТГК2-7892
- ТУ2-104, ვიწროლიანდაგიანი, ჩამოვიდა საბავშვო რკინიგზიდან
- ელმავლები
- ВЛ22м-442
- ВЛ23-401
- ВЛ8-1700
- ЧС2-817
- ЧС4-160
- ВЛ10-085, არამშობლიური ნომრით, გვიანდელი ნომრების მანქანა.
- ВЛ60К-2518, არ არის მუზეუმის ექსპოზიციაში, დგას ანგარში და გამოიყენება როგორც სამარის სახელმწიფო საგზაო უნივერსიტეტის სასწავლო ლოკომოტივი
- დრეზინები და სარკინიგზო ტექნიკა
- მოტოდრეზინა ДТ-5 „პიონერკა“
- АГВ-171
- АС1А-2327
- АС4-022, საგზაო მოტრისა
- ЭСО, როტორის თოვლმწმენდი
- ДМС-1077
- ПЗСМ, მიღებულია 2015 წელს.
ექსპონატების უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია კუიბიშევის, ვოლგისპირეთისა და სამხრეთ ურალის რკინიგზებით.