სამარინდაინდონეზიის პროვინციის, აღმოსავლეთ კალიმანტანის დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულ ბორნეოზე. ქალაქი მდინარე მაჰაკამის ნაპირებზეა გაშლილი. ფართობი 718 კმ²-ია. სამარინდა პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კალიმანტანის ქალაქებს შორის ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით.[3] 2010 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 727 500 ადამიანს შეადგენდა,[4] ხოლო 2020 წელს 827 994 ადამიანს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლით ქალაქი პირველ ადგილზეა კუნძულ ბორნეოს მასშტაბით.[5]

ადმინისტრაციული ერთეული
სამარინდა
ინდონ. Kota Samarinda
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Loa Janan Ilir[1] , Palaran[1] , Samarinda Ilir[1] , Samarinda Kota[1] , Samarinda Seberang[1] , Samarinda Ulu[1] , North Samarinda[1] , Sambutan[1] , Sungai Kunjang[1] და Sungai Pinang[1]
კოორდინატები 0°30′08″ ს. გ. 117°09′13″ ა. გ. / 0.50222° ს. გ. 117.15361° ა. გ. / -0.50222; 117.15361
მმართველი Andi Harun
დაარსდა 21 იანვარი, 1668
ფართობი 783±1 კმ²
მოსახლეობა 831 460 (2021)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0541
საავტომობილო კოდი KT
ოფიციალური საიტი http://www.samarindakota.go.id/
სამარინდა — ინდონეზია
სამარინდა

სამარინდა აღმოსავლეთ კალიმანტანის უდიდესი ექსპორტიორი და მეხუთე უდიდესი იმპორტიორია. ქალაქში აღმოსავლეთ კალიმანტანის მასშტაბით ყველაზე მეტი ბანკი სათაო ოფისი მდებარეობს.

2021 წელს სამარინდის პორტი აღმოსავლეთ კალიმანტანის ყველაზე დატვირთული სამგზავრო პორტი იყო. 2019 წელს სამარინდის კონტეინერების პორტში 271 ათასი ოცფუტიანი ერთეული გადაზიდეს და ეს პორტიც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ კალიმანტანის საკონტეინერო პორტებს შორის.

სამარინდა ცნობილია ტრადიციული კერძით, რომელსაც ამპლანგი ჰქვია და სამოსით, რომელსაც „სარუნგ სამარიდას“ უწოდებენ. 2021 წლისთვის ქალაქში სამი მთავარი ხიდია, რომლებიც მდინარის სანაპიროებს აერთებს ერთმანეთთან: მაჰაკამის I და მეორე ხიდები და მაჰკოტის II ხიდი. ქალაქის ცენტრი მდინარის ერთ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს სამარინდა-სებერანგი ეწოდება.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქალაქის სახელწოდება წარმოდგება ბუგისების მიერ სახლების მშენებლობის ტექნიკიგან. ამ პერიოდში სახლები ბეტონზე შენდებოდა და საშუალო სიმაღლე ჰქონდათ, რაც მაცხოვრებელთა შორის თანასწორობის მნიშვნელოვან სოციალურ სიმბოლოს წარმოადგენდა. მკვიდრები დასახლებას „სამარენდას“ უწოდებდნენ, რაც „თანაბრად დაბალს“ ნიშნავს. ასეულობით წლის შემდეგ ქალაქის სახელწოდების წარმოთქმა მცირედით შეიცვალა და დღეისთვის „სამარინდა“ ეწოდება.[6]

 
სამარინდა აღმოსავლეთ კალიმანტანის უდიდესი კონტეინერების პორტია

გოვის ომის დასაწყისში ნიდერლანდელები ადმირალ სპილმანის ხელმძღვანელობით მაკასარს დაესხნენ თავს. ამავდროულად ნიდერლანდელების მოკავშირე ბუგისმაც, არუნგ პალაკამაც შეუტია მაკასარს. გოვის სასულთნო დანებდა და სულთანმა ჰასანუდინმა ბონგაჯის საზავო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 1667 წლის 19 ნოემბერს.[7]

1942 წლისთვის სამარინდა პატარა ქალაქი იყო. ნიდერლანდების აღმოსავლეთ ინდოეთის დაცემის შემდეგ იგი იაპონელებს ეკავათ.[8]

2010 წლის აღწერისას სამარინდა ექვს რაიონად (ინდონეზიურად: kecamatan) იყოფოდა, თუმცა რამდენიმე არსებული რაიონის გაყოფის შემდეგ მალე ოთხი რაიონი დაემატა.

კიოპენის კლიმტის კლასიფიკაციით სამარინდა ეკვატორული კლიმატური სარტყელშია მოქცეული. მთელი წლის მანძილზე ძლიერი წვიმებითა და ცხელი, ტენიანი ტემპერატურით ხასიათდება. სეტყვა იშვიათია და 2019 წლის 21 ნოემბერს დაფიქსირდა.[9][10] ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 18°C (64.4 °F) 1982 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.[11]

ჰავის მონაცემები — სამარინდა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 30.0 30.3 30.5 30.5 30.5 29.9 29.5 29.9 30.1 30.8 30.5 30.4 30.2
საშუალო დღიური °C 26.5 26.7 26.8 27.0 27.2 26.7 26.3 26.6 26.8 27.3 26.9 26.9 26.8
საშუალო დაბალი °C 23.1 23.1 23.2 23.5 23.9 23.6 23.1 23.4 23.5 23.8 23.4 23.4 23.4
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 166 173 202 236 181 168 160 148 118 145 196 209 2 102
წყარო: [12]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
სამარინდის საერთაშორისო აეროპორტი, 2018

2020 წლის აღწერით სამარინდის მოსახლეობა 827 994 (422 614 ― ქალი, 405 370 ― კაცი) ადამიანს შეადგენდა. 2019-2020 წლებში წლიური ზრდის მაჩვენებელი 1.128%-ს გაუტოლდა. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას აბორიგენი ინდონეზიელები და ჩინური წარმომავლობის მაცხოვრებლები შეადგენენ. 2014 წელს სამარინდის მოსახლეობის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 73.6 წელს შეადგენდა.

ეკონომიკა

რედაქტირება

2004 წლიდან სამარინდას ეკონომიკურ ზრდას ვაჭრობა უწყობს ხელს.[13] ქალაქში ხე-ტყისა და ნავთობმომპოვებელი ბევრი კომპანიაა. ბალიკპაპანის მსგავსად სამარინდაში ხე-ტყის მომპოვებელი ბევრი ეროვნული კომპანიაა დაფუძნებული. ქალაქში ნახშირის ბევრი გაუქმებული მაღაროა. ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით არალეგალური ქიმიური ნივთიერებებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების გამო ბევრი მაღაროს ლიცენზია გაუქმდა.

სამარინდის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმი. 2019 წელს ქალაქს 2 000 საერთაშორისო და 1.2 მილიონი ადგილობრივი ტურისტი ეწვია.[14] ამ მაჩვენებლით სამარინდა აღმოსავლეთ კალიმანტანის მასშტაბით მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია.[15]

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
სებერანგის ავტობუსების ტერმინალი

სამარინდა ეროვნული მთავრობის ნაკლები ჩარევით ხასიათდება. მთავარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა: სამარინდის საერთაშორისო აეროპორტი (აღმოსავლეთ კალიმანტანის მთავრობა),[16][17] Sky Train-ის სწრაფი სატრანზიტო პროექტი (კერძო-საჯარო პარტნიორობა)[18][19] და პალარანის პორტი (კერძო).[20]

სამარინდაში 850 000 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, რაც აღმოსავლეთ კალიმანტანის მასშტაბით ყველაზე მაღალი რიცხვია.[21] სამარინდა ავტობუსების სამი ტერმინალი აქვს: სუნგაი კუნჯანგის, ლემპაკესა და სებერანგის ავტობუსების ტერმინალები.[22]

სამარინდა ბალიკპაპანს ტრანს-კალმანტანის მაგისტრალით უკავშირდება. ქალაქის მთავარი აეროპორტი სამარინდის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც სუნგაი სირინგში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. წელიწადში მილიონზე მეტი მგზავრით სამარინდის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ კალიმანტანის ყველაზე დატვირთული პორტია როგორც მგზავრების, ისე ტვირთის გადაყვანა-გადაიზდვის მაჩვენებლით.

ნახშირის დასატვირთი მთავარი პორტია ტანჯუნგ-ბარა, რომელიც სამარინდიდან 160 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.[23]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. https://samarindakota.bps.go.id/publication/2022/02/25/9bccd10b81b1be9b0637bf8e/kota-samarinda-dalam-angka-2022.html
  3. Samarinda in Figures 2021. BPS Samarinda. ციტირების თარიღი: 25 September 2021
  4. Statistics of Samarinda Municipality. 2018. Samarinda Dalam Angka 2018. Statistics of Samarinda Municipality, Samarinda.
  5. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  6. Dahlan, Oemar (1978). Asal-Usul Nama Samarinda Sejak Zaman sebelum Kemerdekaan, Nama Ini Sudah Terkenal di Seluruh Indonesia. Jakarta: Ministry of Education and Culture. 
  7. Ars, Moh (1986). Sejarah Kota Samarinda. Jakarta: Ministry of Education and Culture. 
  8. L, Klemen. (1999–2000) The conquest of Borneo Island, 1941-1942. Forgotten Campaign: The Dutch East Indies Campaign 1941-1942. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-11. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  9. „Hujan Es di Samarinda Seberang, Biasanya Terjadi di Awal Musim Hujan“. Tribun News. 21 November 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2021. ციტირების თარიღი: 28 September 2021.
  10. „Viral, Hujan Es Bikin Heboh Warga Samarinda“. IDN Times. 21 November 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2021. ციტირების თარიღი: 28 September 2021.
  11. „Samarinda Alami Fenomena Aphelion, Apa Itu?“. Samarinda Post. 7 July 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2021. ციტირების თარიღი: 28 September 2021.
  12. Samarinda climate: Average Temperature, weather by month, Samarinda weather averages - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2021-12-25
  13. Samarinda in Figures 2005. BPS Samarinda. ციტირების თარიღი: 28 September 2021
  14. Samarinda in Figures 2020. BPS Samarinda. ციტირების თარიღი: 26 September 2021
  15. Orang Samarinda dan Bontang paling gemar berwisata, Derawan paling favorite. Niaga Asia. ციტირების თარიღი: 20 November 2021
  16. „APT Pranoto, Perjuangan Kaltim Wujudkan Mimpi“. Government of East Borneo. 2 December 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 9 October 2021.
  17. „Jokowi Pamerkan Bandara APT Pranoto, Dibangun Pakai APBD Pemprov Kaltim“. Merdeka. 25 October 2018. ციტირების თარიღი: 9 October 2021.
  18. „5 Proyek Infrastruktur Samarinda Melalui Sistem KPBU“. G Priority. 7 October 2021. ციტირების თარიღი: 9 October 2021.
  19. „Jadi Penyangga Ibu Kota Negara, Samarinda Diharapkan Bangun Infrastruktur Melalui KPBU“. Headline Kaltim. 8 October 2021. ციტირების თარიღი: 9 October 2021.
  20. About Us en. ციტირების თარიღი: 9 October 2021
  21. East Kalimantan in Figures, 2022 en. ციტირების თარიღი: 31 May 2022
  22. Terminal Bus, Samarinda id. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 31 May 2022
  23. (15 July 2015) Admiralty sailing directions - Indonesia, 10th, Taunton: UK Hydrographic office.