სამართალდამცავები აზერბაიჯანში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამართალდამცავები აზერბაიჯანში ექვემდებარებიან აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს, რომელიც მართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციას. აღიარებული იქნა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) 1992 წლის 30 იანვარს. ეუთოს ოფისი გაიხსნა ბაქოში 1999 წლის 16 ნოემბერს.[1]

საგზაო პოლიციის მანქანა დედაქალაქ ბაქოში

სამართალდამცავი ორგანოები

რედაქტირება

პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძირითადი სამართალდამცავი ორგანოები, რომელთაც აქვთ პასუხისმგებლობის ფართო სპექტრი.[2] სხვა სამართალდამცავი ორგანოები აზერბაიჯანში არიან საბაჟო კომიტეტი, გადასახადების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. ამ უწყებების შინაგანი საგამოძიებო უწყებები პასუხისმგებელნი არიან კონკრეტულ სფეროებში დანაშაულებთან გამკლავებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სამართალდამცავი ორგანოების ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო. სამინისტროს პასუხისმგებლობა მოიცავს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და სისხლის სამართლის დანაშაულთა აღკვეთას. სამინისტროს ინსტიტუციური სტრუქტურა და დებულება დამტკიცდა 2001 წლის 30 ივნისს პრეზიდენტის ბრძანებულებით.[3]

შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა 2004 წლის 30 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით.[4] დეპარტამენტი მიზანია კორუფციისა და კორუმპირებული ოფიცრების შესახებ ფაქტების გამოვლენა.

სასწავლო დაწესებულებები

რედაქტირება

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შეიქმნა პოლიციის სკოლა. 1936 წლამდე სკოლა იყო ბაქოში, იმავე წელს გადავიდა სოფელ მარდაქანში. 1957 წელს, ბაქოს პოლიციის სკოლა გარდაიქმნა მილიციის საშუალო სპეციალურ სკოლად. სკოლის კურსდამთავრებულებს ენიჭებოდათ იურისტის დიპლომები საშუალო სპეციალური განათლებით. სწავლება ორი წელი გრძელდებოდა.

ორგანიზებული დანაშაულის მთავარი დეპარტამენტი

რედაქტირება

1994 წლის 9 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტი.[5] 2004 წლის 30 ივნისს ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის დონე ამაღლდა და გახდა მთავარი დეპარტამენტი №83 დადგენილებით „შინაგან საქმეთა სამინისტროში ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ“. 2004 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ დეპარტამენტთან ერთად შეიქმნა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.[5]

პროკურატურა

რედაქტირება

1999 წელს „პროკურატურის შესახებ“ კანონით, უწყების მოვალეობებში შედის: დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება, სასამართლოს მიერ წარმოებულ პროცედურებში მონაწილეობა, სისხლის სამართლის პროცედურებში საჯარო ბრალდებების დაცვა, კანონების შესრულებასა და მოქმედებაზე ზედამხედველობა.

პროკურატურა არის ერთიანი და ცენტრალიზებული ორგანო. პროკურატურა ექვემდებარება გენერალურ პროკურორს.[2]

ორგანიზაცია

რედაქტირება

ეროვნული პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და რეგულირდება შიდა საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ. ეს უკანასკნელი ზედამხედველობს პოლიციის მიერ კანონის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას და ამოწმებს ამგვარი და ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედებების დარღვევას.

თავად პოლიცია ასევე შედგება განყოფილებებისგან. ასეთია: პოლიციის, განათლების, ტრენინგის, სამედიცინო, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, კრიმინალური დაზვერვის, ადმინისტრაციის, გამოძიების და გამოძიების დეპარტამენტები, ნარკომანიის კონტროლი. დეპარტამენტები, ოპერაციები და სტატისტიკა, ტრანსპორტი, საგზაო პოლიცია, ადამიანური რესურსები, კავშირგაბმულობისა და დაგეგმვის დეპარტამენტები და პრესსამსახურები, ფინანსური, ლოჯისტიკა და სამოქალაქო თავდაცვა.[1]

სამართალდამცავები სადავო რეგიონებში

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული პოლიცია ასევე პასუხისმგებელია ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში კანონის აღსრულებაზე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დეპარტამენტის და ნახიჩევანის ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით.[6]

იხილეთ ასევე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Organization for Security and Co-operation in Europe profile page დაარქივებული 2007-06-23 საიტზე Wayback Machine. retrieved on May 22, 2007
  2. 2.0 2.1 Law Enforcement Agencies in Azerbaijan. http://transparency.az/alac/files/LAW%20ENFORCEMENT%20AGENCIES.pdf
  3. Historic background of the MIA en. ციტირების თარიღი: 2018-08-21
  4. HISTORY | Prosecutor General’s Office of the Republic of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  5. 5.0 5.1 Main Organized Crime Department en. ციტირების თარიღი: 2018-08-21
  6. Ministry of Internal Affairs of Nakhchivan Autonomous Republic page დაარქივებული 2007-03-14 საიტზე Wayback Machine. retrieved on May 23, 2007