სალსკის დიმიტრი როსტოველის ეკლესია

სალსკის დიმიტრი როსტოველის ეკლესია (რუს. Церковь Димитрия Ростовского) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ სალსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. ეკლესია ააგეს 2010 წელს.

სალსკის დიმიტრი როსტოველის ეკლესია
სალსკის დიმიტრი როსტოველის ეკლესია — რუსეთი
სალსკის დიმიტრი როსტოველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა სალსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი dimitriyhram.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2006-2010

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი სალსკი, ყირიმის ქუჩა № 25-ა[1].

ისტორია რედაქტირება

2006 წელს ეპარქიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ სალსკში ყირიმის ქუჩაზე დაეწყოთ ახალი ეკლესიის მშენებლობა[2]. ეკლესიის მშენებლობის დაწყება შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობით, რომლებმაც მოაგროვეს 40 მლნ რუსული რუბლი[3].

ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს ამავე წლის 7 ივლისს, მშენებლობის ადგილზე ლოცვა არავლინა და მშენებლობა დალოცა მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა, მანვე ეკლესიის საძირკველში ჩადო პირველი ქვა. აქედან რამდენიმე თვეში ჩაასხეს ფუნდამენტი. პირველი ღვთისმსახურება გაიმართა 2008 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. 2009 წლის ივნისში ეკლესიაზე დააყენეს გუმბათი[2].

უკანასკნელი ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2010 წელს. აღდგომისათვის დააყენეს და აკურთხეს ცხრა გუმბათი, ხოლო ზაფხულში დასრულდა შიდა სამუშაოები, მოაწყვეს სატრაპეზო, საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა[2].

2010 წლის 7 ნოემბერს დასრულებული ეკლესია აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა[2].

დიმიტრი როსტოველის ეკლესია გახდა პირველი ტაძარი სალსკში, რომელიც ააშენეს XIX საუკუნის შუა წლების შემდეგ[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. Храм святителя Димитрия Ростовского, г. Сальск - Храмы Волгодонской епархии - Фотоальбомы - Волгодонская правда. vpravda.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-03. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Храм святителя Димитрия Ростовского, г. Сальск | наш приходской сайт. dimitriyhram.cerkov.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  3. Сальск|Церковь Димитрия Ростовского. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.