სალპინგოოფორიტი
სალპინგოოფორიტი იგივე (ადნექსიტი) საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთებაა. მას უმეტესად არასპეციფიკური ფაქტორები: გადაღლა, გაციება, სტრესი, უარყოფითი ემოცია, ზოგიერთი ექსტრაგენიტალური დაავადება - იწვევს.
სიმპტომები და მიმდინარეობა
რედაქტირებაადნექსიტის ყველაზე ხშირი და დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება და ზოგჯერ წელში ან გავის მიდამოში გადაეცემა. ტკივილი მეტწილად პერიოდულია, იშვიათად - მუდმივი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი ანთებითი რეაქციის ნიშნების გაქრობის შემდეგაც გრძელდება და გაციების, ზოგიერთი დაავადების, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის დროს ძლიერდება.
ნებაზე მიშვებული ადნექსიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, რომელსაც პერიოდული გამწვავება ახასიათებს.
საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ დროს მენსტრუაციას თან სდევს ტკივილი, გამონადენი ჩვეულებრივზე ჭარბი ან მწირია და ზოგჯერ მენსტრუაციამდე ან მის შემდეგაც იჩენს თავს, ავადმყოფი უჩივის ძილის დარღვევას, გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას, სწრაფად დაღლას. ადნექსიტით დაავადებულთა 60-70%-ს უშვილობა ემუქრება.
მკურნალობა
რედაქტირებაადნექსიტის მკურნალობა კომპლექსურია და დაავადების გამომწვევის გამოვლენასა და დათრგუნვას ისახავს მიზნად. ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა და შესაბამისი პრეპარატის შერჩევა ექიმის პრეროგატივაა.
ადნექსიტის მწვავე ფორმის მკურნალობა ტარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი პრეპარატებით, ტკივილგამაყუჩებლებით.
საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი ანთებისას მიმართავენ ლაპაროსკოპიას - იღებენ ჩირქს და ანტიბაქტერიული პრეპარატები უშუალოდ ანთების კერაში შეჰყავთ. ინიშნება წოლითი რეჟიმი, ხოლო მწვავე სტადიის ჩაცხრობის შემდეგ - ფიზიოთერაპია და ბიოსტიმულატორები.
გამწვავებისას ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მტკივნეულ და ხანგრძლივ მენსტრუაციას.
ქრონიკული ადნექსიტის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი თერაპია, ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ვიტამინები და იმუნოსტიმულატორები. შედეგიანია ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია, ვაგინალური აბაზანებისა და გინეკოლოგიური მასაჟების კურსი.
თუ მკურნალობა ქრონიკულ სტადიაზეც არ ჩატარდა, ჩნდება ნაწიბურები, ირღვევა საშვილოსნოს მილის გამტარობა, იმატებს საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უშვილობის ალბათობა.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე! |
სქოლიო
რედაქტირებაჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #14 (152) 2007 წ.