სალონგის ეროვნული პარკი
სალონგის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de la Salonga) — ეროვნული პარკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე კონგოს აუზში. წარმოადგენს აფრიკის ნოტიო ტროპიკული ტყეების უდიდეს რეზერვს, რომელიც მოიცავს 36 000 კმ² ტერიტორიას. პარკში გავრცელებულ ცხოველთა შორის არიან: ჯუჯა შიმპანზეები, სალონგის მაიმუნები (Cercopithecus dryas), ზაირის ფარშავანგები, ტყის სპილოები, აფრიკული პატარა დინგიანი ნიანგები და ა. შ. 1984 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, იუნესკომ ის 1999 წელს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა. 2021 წლის 19 ივლისს იუნესკომ ეროვნული პარკი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამოიღო.[1]
სალონგის ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | vii, x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აფრიკა | |
კოორდინატები | 2°00′00″ ჩ. გ. 21°00′00″ ა. გ. / 2.00000° ჩ. გ. 21.00000° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) | |
ნომერი | 280 | |
საფრთხის ქვეშ | 1999–2021 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 155 ინგლ. • რუს. • ფრ. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- INCEF - Conservation and Health in Salonga დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine.
- Wildlife Conservation Society დაარქივებული 2006-01-05 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO Salonga National Park Site
- WCMC Site Data Sheet დაარქივებული 1997-07-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links