სალიზვარის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სალიზვარის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში, კლდეში ნაკვეთი ქალაქის აღმოსავლეთით, 0,5 კმ-ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირას. თარიღდება ფეოდალური ხანით. შეისწავლა უფლისციხის 1957-1963 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (უფროსები: თ. ქარუმიძე, დ. ხახუტაიშვილი). სალიზვარი, ე.ი „კლდის ვენახი“, უფლისციხის გარეუბანი და ერთ-ერთი სას.-სამ. უბანია. აქ აღმოჩენილია კლდეში ნაკვეთი საწნახლები, რომლებიც თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. ვენახები, როგორც ჩანს, მდინარე მტკვრის ჭალაში იყო გაშენებული და კლდეში გამოყვანილი რუს წყლით ირწყვებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 89.