სალანგანი (Callocalia), ფრინველთა გვარი ნამგალასნაირთა რიგისა. აერთიანებს 10 სახეობას. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების კუნძულებზე. მობინადრე ფრინველებია (ჩინეთში 2 სახეობა გადამფრენია). ბუდობენ კლდეებზე, ნაგებობებზე, ბნელ გამოქვაბულებშიც (აქ მცხოვრები ფორმები ორიენტირებენ ექოლოკაციის მეშვეობით). ბუდეს იკეთებენ ან მთლიანად ნერწყვისაგან, რომელიც ჰაერზე დედდება (სარეწაო პროდუქცია, ფართოდ იყენებენ ჩინურ სამზარეულოში), ან ნერწყვით შეწებებული მცენარეული მასალისა და ბუმბულისაგან. ბუდობენ კოლონიებად. თითოეული დებს 1-2 კვერცხს. იკვებებიან მწერებით.

სალანგანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Callocalia

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 687, თბ., 1984