ნამგალასნაირნი (Apodiformes), ფრინველების რიგი. აერთიანებს 400-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ზომიერ და განსაკუთრებით ტროპიკულ სარტყელში. მასა მერყეობს 1,6 გრამიდან 50 გრამამდე. აქვთ ვიწრო, გრძელი, ნამგლისებური ფრთები და მანევრული ფრენის უნარი. ნამგალასნაირნი თითქმის სიცოცხლეს ფრენაში ატარებენ. ფრენის დროს იკვებებიან კიდეც. აქვთ პატარა და სუსტი ფეხები, რომლითაც ვერ დადიან. არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, ფრენის დროს იგი 43°-მდე აღწევს. თუ ჰაერის ტემპერატურა დაეცა, ბუდეში მჯდომარე ბარტყები შეიძლება ანაბიოზშივ ჩავარდნენ. რიგში 2 ქვერიგია: ნამგალები და კოლიბრები.

ნამგალასნაირნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ნამგალასნაირნი
ლათინური სახელი
Apodiformes

ლიტერატურა რედაქტირება

  • კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 7, გვ. 307, თბ., 1984