საკუთარი ოთახი
„საკუთარი ოთახი“ — ვირჯინია ვულფის ესე, რომელიც პირველად 1929 წლის სექტემბერში გამოიცა.[1] ნაშრომი ეფუძნება ორ ლექციას, რომლებიც ვულფმა 1928 წელს წაიკითხა კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა კოლეჯებში.[2]
„„საკუთარი ოთახი““ | |
---|---|
| |
ავტორი | ვირჯინია ვულფი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ბრიტანული ინგლისური |
გამომცემელი | Hogarth Press |
გამოცემის თარიღი | 1929 წლის სექტემბერი |
თავის ესეში ვულფი მეტაფორულად აღწერს სოციალურ უთანასწორობას და საუბრობს ქალთა გამოხატვის უფლების არარსებობაზე. იგი ასევე ეხება ლიტერატურასა და განათლებას და წერს იმ პრობლემებზე, რომლებთან გამკლავებაც ქალ მწერლებს მუდმივად უწევდათ. ვულფის თქმით, მხოლოდ „საკუთარი ოთახის“, ე.ი. ფინანსური და პირადი დამოუკიდებლობის, მქონე ქალები შეძლებენ წარმატების მიღწევას.