საკანი №5სატელევიზიო პროექტი, საპროტესტო აქციის არასტანდარტული ფორმით. შოუს მთავარი გმირი იყო მსახიობი და მუსიკოსი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი). მან საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და დაიწყო ცხოვრება ციხის იმპროვიზებულ საკანში. მისი რეჟიმი ისეთივე იყო, როგორიც რეალური პატიმრის. შოუს წესების მიხედვით პატიმარს ჰქონდა პაემნის უფლება. გარდა ამისა, საკანში შესვლა, საკუთარი პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა და პატიმრის სტატუსით რამდენიმე დღე ცხოვრება შეეძლო სხვა ცნობილ პიროვნებებსაც. კვირაში ერთხელ პატიმარი გიორგი გაჩეჩილაძე კითხულობდა SMS შეტყობინებებს, რომლებსაც მას მთელი კვირის განმავლობაში უგზავნიდნენ მაყურებლები. ასევე კვირაში ერთხელ მას საშუალება მიეცა ტელეფონით გასაუბრებოდა მაყურებლებს. გადაცემა გადიოდა ყოველდღე მაესტროს ეთერში 23:00.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება