გიორგი გაჩეჩილაძე

ქართველი პოლიტიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩეჩილაძე.

გიორგი გაჩეჩილაძე (დ. 24 ივნისი, 1954, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, 2007 წლიდან საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი. საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.

გიორგი გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1954 (1954-06-24) (70 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია პოლიტიკოსი
პარტია საქართველოს მწვანეთა პარტია
მეუღლე(ები) რუსუდან ცაგარეიშვილი
შვილ(ებ)ი თამარ და ნინო გაჩეჩილაძეები
მშობლები მამა: ამბერკი გაჩეჩილაძე
დედა: თამარ წერეთელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1984 წელს მიენიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — დოქტორის ხარისხი.

1991 წლიდან არის გეოქიმიის და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის ბუნებრივი წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომისიის წევრი. 1993-1999 წლებში იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის წევრი. 1995 წლიდან არის იუნესკოს ოკეანოგრაფიის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. 1994 წელს აირჩიეს საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად; 1995 წელს — საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

არის 61 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, ავტორი. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად აღიარებულია „საქართველოს გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძვლები“.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

1992 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრი. 1995-2007 წლებში იყო ამ პარტიის თავმჯდომარე; 2007 წლიდან დღემდე კი — გენერალური მდივანი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მწვანეების პარტია“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ და 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

1995-1999 წლებში იყო პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2017-2020 წლებში პარლამენტის „ქართული ოცნება - მწვანეთა ფრაქციის“ თავმჯდომარე. პარლამენტში ლობირებდა გარემოსდაცვით კანონმდებლობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 76 — თბ., 1998-1999

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება