პსაილოკი

(გადამისამართდა გვერდიდან საილოკი)

პსაილოკი (ელიზაბეტ ’ბეტსი’ ბრედოკი) — გამოგონილი სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოდან. შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და მხატვარი ჰერბ ტრიმფეს მიერ. პირველად გამოჩნდა კაპიტანი ბრიტანეთის მე-8 ნომერში (1976 წლის დეკემბერი). ამ კომიქსში იგი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, რომელმაც შემდგომში დროებით ჩაანაცვლა მისი ტყუპის ცალი - კაპიტანი ბრიტანეთი. შემზარავი იქს-ადამიანების 213-ე ნომერში (1987) ბეტსი მკითხველს ევლინება, როგორც ტელეპათი მუტანტი, სახელადპსაილოკი, რომელმაც კომიქსის შემდგომ სერიებში ტელეკინეზისის უნარი შეიძინა. 2006 წელსპსაილოკი გამოჩნდა სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა, სადაც მას მსახიობი მეილინგ მელანკონი ანსახიერებს.

პსაილოკი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics/Marvel UK
პირველი გამოჩენა (როგორც ელიზაბეტი) Captain Britain #8 (1976);
(როგორც კაპიტანი ბრიტანეთი) Captain Britain #12 (1986);
(როგორც პსაილოკი) Uncanny X-Men #213 (1987);
(როგორც ლედი მანდარინი) Uncanny X-Men #256 (1989)
ავტორ(ებ)ი კრის კლერმონი, ჰერბ ტრიმფე
დახასიათება
ალტერ ეგო ელიზაბეტ ’ბეტსი’ ბრადოკი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები ელიზაბეტი, კაპიტანი ბრიტანეთი II, ლედი მანდარინი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
მუტანტების საძმო
ექსაილები
S.T.R.I.K.E. პსი-განაყოფი
ექსკალიბური
R.C.X.
The Hand
კრიმსონ დაუნი
ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი
Captain Britain Corps
შესაძლებლობა ტელეპათია,
ტელეკინეზისი,
ფსიქიკური კატანა,
იმუნიტეტი გონებრივი შემოტევების მიმართ,
ჩინებული მებრძოლი

ძალები და შესაძლებლობები

რედაქტირება

პსაილოკი წარმოქმნის ტელეკინეზურ კატანას, შეუძლია გამოიყენოს მისი ტელეკინეზისი ფიზიკური ძალის, სისწრაფისა და ბრძოლისუნარიანობის ზეადამიანურ დონემდე გაზრდის მიზნით. მას აგრეთვე გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი ტელეპათიური შემოტევების მიმართ. თავდაპირველად, მის განსაკუთრებულ ძალებს შეადგენდა: ტელეპათია, გონებრივი ისრები, წინასწარ-შეგრძნების, გონების მართვისა და ილუზიების წარმოქმნის უნარი. მას შემდგომ, რაც რომამ აღადგინა იგი, ბეტსი შეუმჩნეველი გახდა ყოველგვარი მექანიკური სამძებრო მოწყობილობის მიერ. მას შეუძლია წარმოქმნას ’ფსიქიკური დანა’. კრიმსონ დაუნმა მას აჩრდილების მეშვეობით მოგზაურობისა და უჩინრად გარდაქმნის უნარი შესძინა. ჯინ გრეისთან ძალების გაცვლის შემდგომ ბეტსიმ მიიღო ახალი შესაძლებლობები: ფრენა, ენერგიის ბლეიდის წარმოქმნა, ობიექტების გონებით გადაადგილებისა და ’მყარი ენერგიის სამგანზომილებიანი ველის’ წარმოქნის უნარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება