საიდუმლო მასალები (სეზონი 3)
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მესამე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 1995 წლის 22 სექტემბერს გავიდა და დასრულდა 1996 წლის 17 მაისს, 24 ეპიზოდის შემდეგ.
საიდუმლო მასალები (სეზონი 3) | |
---|---|
DVD-ის გამოცემა | |
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 24 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 22 სექტემბერი, 1995 | – 17 მაისი, 1996
სერიალის მესამე სეზონში მოქმედება მიმდინარეობს წინა სეზონის შემდეგ. აგრეთვე წარმოდგენილია ახალი სიუჟეტური ელემენტები. ძირითადი სიუჟეტის მიხედვით, ფოქს მალდერი აღმოაჩენს უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის ვიდეოს, ხოლო სკალი ეძებს თავისი დის მკვლელს. აგრეთვე იკვლევენ იდუმალი X-ის პიროვნებას. ამ სეზონში აგრეთვე პირველად გამოჩნდნენ პირველი უფროსი (დონ. ს. უილიამსი) და უცხოპლანეტური ვირუსი, ცნობილი როგორც „შავი ზეთი“. აგრეთვე ნაჩვენები იყო რამდენიმე ეპიზოდი კატეგორიიდან „კვირის ბოროტი პერსონაჟი“, რომლებიც არ ეხება სერიალის ძირითად მითოლოგიას.
ამ სეზონს ჰქონდა უფრო მაღალი რეიტინგები, ვიდრე წინა ორს და მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა. სტატისტიკის სამსახურ Nielsen-ის მიხედვით, პირველი ეპიზოდის რეიტინგი 19.94-ს შეადგენდა და იყო ორზე უფრო მეტი, ვიდრე წინა სეზონის სადებიუტო ეპიზოდის შემთხვევაში. შემდგომში ყველა ეპიზოდის რეიტინგი შენარჩუნდა 15.0-ს ზევით. ტელეკრიტიკოსებმა სეზონი ძირითადად დადებითად შეაფასეს. მან მიიღო ემის 5 ჯილდო. სცენარისტი დეივ მორგანი აღფრთოვანებით აღწერდა ეპიზოდებს „კლაიდ ბრუკმენის უკანასკნელი დასვენება“ და „ჯო ჩანგის "ღია კოსმოსიდან"“. თავად მორგანმა სერიალი ამ სეზონის შემდეგ დატოვა, ვინაიდან სწრაფად განვითარებად სიუჟეტებს და გადაღებების გრაფიკს ვერ შეეჩვია.
ეპიზოდები
რედაქტირებაეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით ( ), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი [1] | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
50 | 1 | „კურთხეული გზა“ | რ. უ. გუდვინი | კრის კარტერი | 22 სექტემბერი, 1995 | 3X01 | 19.94[2] |
51 | 2 | „ქაღალდის სამაგრი“ | რობ ბოუმენი | კრის კარტერი | 29 სექტემბერი, 1995 | 3X02 | 17.20[2] |
52 | 3 | „დ.პ.ო.“ | კიმ მენერსი | ჰობარდ გორდონი | 6 ოქტომბერი, 1995 | 3X03 | 15.57[2] |
53 | 4 | „კლაიდ ბრუკმენის უკანასკნელი დასვენება“ | დევიდ ნატერი | დერინ მორგანი | 13 ოქტომბერი, 1995 | 3X04 | 15.38[2] |
54 | 5 | „სია“ | კრის კარტერი | კრის კარტერი | 20 ოქტომბერი, 1995 | 3X05 | 16.72[2] |
55 | 6 | „მეტად მორცხვი“ | დევიდ ნატერი | ჯეფრი ვლემინგი | 3 ნოემბერი, 1995 | 3X06 | 14.83[2] |
56 | 7 | „გასეირნება“ | რობ ბოუმენი | ჯონ შიბანი | 10 ნოემბერი, 1995 | 3X07 | 15.91[2] |
57 | 8 | „საპყრობილე“ | კიმ მენერსი | ჩარლზ გრანტ კრეიგი | 17 ნოემბერი, 1995 | 3X08 | 15.90[2] |
58 | 9 | „ნისეი“ | დევიდ ნატერი | კრის კარტერი, ჰობარდ გორდონი და ფრენკ სპოტნიცი | 24 ნოემბერი, 1995 | 3X09 | 16.36[2] |
59 | 10 | „731“ | რობ ბოუმენი | ფრენკ სპოტნიცი | 1 დეკემბერი, 1995 | 3X10 | 17.68[2] |
60 | 11 | „გამოცხადებები“ | დევიდ ნატერი | კიმ ნიუტონი | 15 დეკემბერი, 1995 | 3X11 | 15.25[2] |
61 | 12 | „კოპროფაგების ომი“ | კიმ მენერსი | დერინ მორგანი | 5 იანვარი, 1996 | 3X12 | 16.32[2] |
62 | 13 | „სიზიგია“ | რობ ბოუმენი | კრის კარტერი | 26 იანვარი, 1996 | 3X13 | 16.04[2] |
63 | 14 | „გროტესკი“ | კიმ მენერსი | ჰობარდ გორდონი | 2 თებერვალი, 1996 | 3X14 | 18.32[2] |
64 | 15 | „პაიპერ მარუ“ | რობ ბოუმენი | ფრენკ სპოტნიცი და კრის კარტერი | 9 თებერვალი, 1996 | 3X15 | 16.44[2] |
65 | 16 | „აპოკრიფი“ | კიმ მენერსი | ფრენკ სპოტნიცი და კრის კარტერი | 16 თებერვალი, 1996 | 3X16 | 16.71[2] |
66 | 17 | „მბიძგავი“ | რობ ბოუმენი | ვინს გილიგანი | 23 თებერვალი, 1996 | 3X17 | 16.20[2] |
67 | 18 | „ადგილი, სადაც ბინადრობენ სულები“ | კიმ მენერსი | ჯონ შიბანი | 8 მარტი, 1996 | 3X18 | 17.38[2] |
68 | 19 | „ჯოჯოხეთური ფული“ | ტაკერ გეიტსი | ჯეფრი ვლემინგი | 29 მარტი, 1996 | 3X19 | 14.86[2] |
69 | 20 | „ჯო ჩანგის "ღია კოსმოსიდან"“ | რობ ბოუმენი | დერინ მორგანი | 12 აპრილი, 1996 | 3X20 | 16.08[2] |
70 | 21 | „ხორცშესხმა“ | ჯეიმზ ჩარლსტონი | ამბავი: დევიდ დუხოვნი და ჰობარდ გორდონი ტელედადგმა: ჰობარდ გორდონი | 26 აპრილი, 1996 | 3X21 | 14.62[2] |
71 | 22 | „ჭაობი“ | კიმ მენერსი | კიმ ნიუტონი | 3 მაისი, 1996 | 3X22 | 16.00[2] |
72 | 23 | „უმად შეერთებული“ | რობ ბოუმენი | მეტ ბეკი | 10 მაისი, 1996 | 3X23 | 14.48[2] |
73 | 24 | „გოგონა, გამოჩნდი“ | რ. უ. გუდვინი | ამბავი: დევიდ დუხოვნი და კრის კარტერი ტელედადგმა: კრის კარტერი | 17 მაისი, 1996 | 3X24 | 17.86[2] |