სათოვლის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

სათოვლის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სათოვლეში, ჩრდილო-დასავლეთით, 1 კილომეტრზე, მშრალი დიდრიყის ხევის ორივე ნაპირზე. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით, ადრინდელი განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ნამოსახლარზე 1981 წელს მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ძეგლზე. გამოვლინდა ნაგებობის კედლების ფრაგმენტები, სხვადასხვა პერიოდის თიხის ჭურჭელი, აგრეთვე ქვიშაქვის ფილებით ნაგები აღმოსავლეთი და სამხრეთისაკენ დამხრობილი ქვაყუთი, რომელიც გაძარცული იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება