სათიხარის ციხეXVIII საუკუნის ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ სათიხართან. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ციხე გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, კუთხეებში ცილინდრული კოშკებით. ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კოშკები უკეთეს მდგომარეობაშია, დანარჩენი ორი ძლიერ დაზიანებულია. ციხიდან შემორჩენილია დასავლეთი, სამხრეთი და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლები. ციხესტან მისასვლელი ჩრდილოეთიდანაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 156-157