სათემოს ქუჩა
სათემოს ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ელია); ჟონეთის ქუჩიდან განთიადის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც სტეპანოვის ქუჩა. 1923 წელს დაერქვა მიშა დავიდოვის (რევოლუციონერი, ემიგრანტი) სახელი. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სათემოს ქუჩა.
სათემოს ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ელია |
წინა სახელები | სტეპანოვის ქუჩა, მიშა დავიდოვის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 153, ISBN 978-99928-20-35-3.