სათევზიის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში
სათევზიის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელავერის მიდამოებში. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 300 მ-ია. სათევზიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. ფსკერი მოფენილია ლოდნარით. წყალდიდობის დროს მღვიმიდან მძლავრი ნაკადი გამოედინება.
სათევზიის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხონის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 300 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტინტილოზოვი ზ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 658.