სათარა (დ. 1828 — გ. 1891) — ძველ თბილისში სახელგანთქმული სახალხო მომღერალი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი. ერთ-ერთი პირველი თბილისელი სახელოვანი მომღერალი იყო, რომელიც გამოვიდა ახალგახსნილი „მანეჟის თეატრის“ სცენაზე (1845). თავისი სიმღერით მას არაერთი თბილისური კონცერტი დაუმშვენებია. ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ქარვასლის ახლად აგებულ თეატრშიც ვირტუოზ-პიანისტის ს. შიფის კონცერტზე. სათარამ საკუთარი სოლო კონცერტები გამართა თბილისის თეატრში 1853 და 1860 წლებში.

ლიტერატურა რედაქტირება