სათანჯოს ციხე
სათანჯოს ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდელი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯთან, სათანჯოს მთის უკიდურეს მაღლობზე. ნანგრევებიღაა მოღწეული. აგებულია VIII-X საუკუნეებში. სათანჯოს ციხე ზღვიდან კარგად მოჩანდა, ამიტომ ორიენტირადაც იყენებდნენ. ზოგი მკვლევარი შეცდომით აქ XIII-XV საუკუნეებში გენუელთა სავაჭრო კოლონიის არსებობას ვარაუდობდა.
ტერიტორია, რომელზეც დგას ეს ციხესიმაგრე, ეკუთვნის გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას. საზღვარი დიხაზურგასა და ჭუბურხინჯს შორის დადგენილი იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში. ეს საზღვარი გადის სათანჯოს მთის ჩრდილოეთის კალთაზე (მთელ სიგრძეზე გავლებულ თხრილში ჩაყრილი ნახშირის სახით).
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ქსე, ტ. 8, გვ. 656, თბ., 1984