საზღვაოსნო სკოლის შენობა
საზღვაოსნო სკოლის შენობა (რუს. Здание мореходной школы) — ყოფილი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1808 წელს და დაინგრა 1940-იან წლებში[1][2].
საზღვაოსნო სკოლის შენობა რუს. Здание мореходной школы | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′38″N 38°56′36″E / 47.2105° ჩ. გ. 38.9432° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1808 |
მისამართი: ტაგანროგი, შმიდტის ქუჩა № 14.
ისტორია
რედაქტირება1808წელს ვინმე ნიკოლაევმა ტაგანროგში შმიდტის ქუჩა 14-შ ააგო სახლი. მშენებლობა თავდაპირველად მიმდინარეობდა ნავსადგურის საბაჟოსათვის. მოგვიანებით შენობაში განთავსდა კომერციული სასამართლო. 1813 წლისათვის კი შენობაში მდებარეობდა სამშენებლო კომიტეტი და ქალაქისთავის კანცელარია. 1819 წელს გაფართოების საჭიროების გამო, შენობას დააშენეს მეორე სართული. 1844-1853 წწ. როდესაც ქალაქის თავი იყო თავადი ლივენი, მან ამ სახლში მოაწყო კანცელარია.
დროთა განმავლობაში ქალაქში გაჩნდ საჭიროება გაეხსნათ საზღვაოსნო სკოლა. ადრე ტაგანროგში უკვე მოქმედებდა შტურმანთა სკოლა, მაგრამ 1825 წისათვის იგი უკვე აღარ მუშაობდა. 1874 წელს გაიხსნა საზღვაოსნო კურსები ფლოტის შტურმანების ხელმძღვანელის ა. ივანოვის მხარდაჭერით.
თავდაპირველად სკოლაში სულ 13 მოსწავლე სწავლობდა. 1882 წელს ფინანსტა სამინისტრომ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც შკიპერის თანამდებობაზე დანიშვნა აეკრძალა ყველა იმ პირს, რომელსაც არ ექნებოა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. საზღვაოსნო სკოლაში მუშაობა დაიწყო პრაქტიკულმა კლასმა, სადაც ასწავლიდნენ 25 წელს ზემოთ ასაკის მქონე ახალგაზრდებს. მიმდინარეობდა სამწლიანი სწავლება. 25 წლის განმავლობაში 266 დიპლომირებულმა შკიპერმა დაამთავრა საზღვაოსნო კურსები.
სტუდენტებს საზღვაოსნო სკოლაში ასწავლიდნენ საზღვაო ასტრონომიას, რუსულ ენას, გეოგრაფიას, გემის მართვას, ტრიგონომეტრიასა და გემის მექანიკას. კურსების შედეგად ამზადებდნენ შორეული ნაოსნობის შკიპერებსა და შტურმანებს. სწავლის პერიოდში მოსწავლეები აწყობდნენ პრაქტიკულ გასვლებს შავ და აზოვის ზღვებში. ამ პერიოდისათვის სკოლაში სწავლობდა 63 ადამიანი, ხოლო ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა იყო 1 700 ცალი[2].
1910 წლის იანვარში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და დირქტორს შორის მოხდა კონფლიქტი. სტუდენტები ადანაშაულებდნენ სკოლის ხემძღვანელობას სწავლების დაბალ ხარისხში. ისინი აცხადებდნენ, რომ ზოგიერთი დისციპლინა საერთოდ არ ისწავლებოდა, რის გამოც იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ სკოლა. ამ კონფლიქტის შემდეგ სკოლის ხელმძღვანელი ტრეზუტი ავად გახდა, ხოლო მისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა ტაგანროგის ნავსადგურის უფროსი ალექსანდრე სემენიუტი. ახალმა მმართველობამ შესთავაზა მოსწავლეებს გაეგრძელებინათ სწავლა, მაგრამ ამ მოწოდებას დაეთანხმა მხოლოდ ნახევარი, რის შდეგადაც ორი დამამათავრებელი კლასის მაგივრად დარჩა ერთი კლასი. სკოლის ახალი ხელმძღვანელი გახდა სახელმწიფო მრჩეველიივან კონდო.
შენობა არ შემორჩენილა ჩვენს დრომდე. იგი დაინგრა 1940-იან წლებში[1][2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Дом 14, Шмидта улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-11.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0