საერთაშორისო სრუტეები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საერთაშორისო სრუტეები, ღია ზღვებს შორის მდებარე საერთაშორისო ნაოსნობისათვის გამოყენებული მსოფლიო წყალსავალი გზები (გიბრალტარი, ლა-მანში, პა-დე-კალე, სინგაპურისა და მაგელანის სრუტეები და სხვა), რომლითაც ტრანზიტული მიმოსვლის თავისუფლებით და სრული თანასწორობის საფუძველზე სარგებლობენ ყველა ქვეყნის სამოქალაქო, თუ სამხედრო და საფრენი აპარატები; ყველამ, ვინც საერთაშორისო სრუტეებით სარგებლობს, უნდა დაიცვას საერთაშორისო სრუტეების სამართლეებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ჩვეულებებით, მონაპირე სახელმწიფოთა ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობებით. შავი ზღვისა და ბალტიის სრუტეებში სამხედრო ზღვაოსნობისათვის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაკუთრებული სამართლეებრივი რეჟიმია გათვალისწინებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დეკანოზოვი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 632, თბ., 1984