საერთაშორისო საჰაერო სამართალი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საერთაშორისო საჰაერო სამართალი}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საერთაშორისო საჰაერო სამართალი - საერთაშორისო სამართლის ნაწილია, რომელიც საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის ურთიეთობათა მარეგულირებელი სპეციალური პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა. საერთაშორისო საჰაერო სამართლის საგანს, თუ ამოვალთ მისი ნორმების უნიკალურობიდან, აქვს, ჯერ ერთი, საავიაციო ხასიათი და, მეორეც, იგი ეხება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციას. საერთაშორისო საჰაერო სამართალი მოიცავს იმ პრინციპებისა და ნორმების სისტემას, რომლებიც სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს შორის აწესრიგებს რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასა და საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულებასთან, სამოქალაქო ავიაციის მიერ სახელმწიფო ტერიტორიის თავზე ან მის ფარგლებს გარეთ საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საერთაშორისო საჰაერო სამართალი უპირატესად არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობას. ეს საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ფრენებს, მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას ერთი ქვეყნიდან მეორეში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული ფრენები ხორციელდება ერთი მიზნით _ მგზავრებისა და ტვირთის განსაზღვრული საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებით გადაყვანა-გადაზიდვისათვის. მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში სამოქალაქო ავიაციის როლი განსაკუთრებით დიდია. ტრანსპორტის მსოფლიო სისტემა წარმოუდგენელია ავიაციის გარეშე. მისი ნებისმიერი დროებითი გაჩერებაც კი, პრაქტიკულად ტოლფასია სტიქიური უბედურებისა, რომელიც იწვევს ქვეყნის ეკონომიკისა და ყოფის პარალიზებას. სამოქალაქო ავიაცია გვევლინება როგორც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტი. ამ საქმიანობის შედეგად, სახელმწიფოთა შორის მათი ტერიტორიის თავზე რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო ფრენების ორგანიზაციის გამო, აღმოცენდება სპეციფიკური სახელმწიფოთაშორისი საავიაციო ურთიერთობები. ასეთი ფრენების შესრულება რეგულირდება სპეციალური აერსანავიგაციო წესებით, რომლებიც ქმნის საერთაშორისო ფრენების რეჟიმს. მისი მთავარი ამოცანაა რეგულარული და არარეგულარული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. იხ. დ.გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, თბ.2009. გამომცემლობა "მერიდიანი"