საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ

საერთაშორისო კონვნეცია მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ (ინგლ. International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers; ასევე ცნობილი, როგორც საერთაშორიოს კონვენცია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ; STCW კონვენცია) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენცია, რომელიც სავაჭრო გემებისა და დიდი იახტების პერსონალისთვის მინიმალურ საკვალიფიკაციო სტანდარტებს ადგენს.[1] კონვენცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 1978 წელს ლონდონის კონფერენციაზე მიიღო და 1984 წელს შევიდა ძალაში. კონვენციაში მნიშვნელოვანი დამატებები შევიდა 1995 და 2010 წლებში, რომლებიც 2012 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.

STCW კონვენცია
საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ
ხელი მოეწერა 7 ივლისი, 1978
ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ძალაში შევიდა 28 აპრილი, 1984
მხარეები 164
მეანაბრე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
ენები ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური

1978 წლის STCW კონვენციის მიხედვით, პირველად დადგინდა მინიმალური მოთხოვნები საერთაშორისო დონეზე მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ. მანამდე მინიმალური სტანდარტები ცალკეული მთავრობების მიერ ინდივიდუალურად დგინდებოდა, რის გამოც მინიმალური მოთხოვნები და პროცედურები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

კონვენციაში გაწერილია მინიმალური მოთხოვნები მეზღვაურთა წვრთნასთან, სერტიფიცირებასა და ვახტის გაწევასთან დაკავშირებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მხრიდან.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. What Qualifications do you Need to Work on a Yacht? | YPI CREW en-US. ციტირების თარიღი: 2018-07-18
  2. IMO Model Courses