საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი
საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი (ინგლ. International Young Democrat Union (IYDU)) — მემარჯვენე ცენტრისტული ახალგაზრდული ორგანიზაციების გლობალური გაერთიანება, რომელიც თავდაპირველად დააარსეს 1981 წელს, ხოლო ხელმეორედ — 1991 წელს. იგი წარმოადგენს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ახალგაზრდულ ორგანიზაციას.[1][2][3] ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში.
საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი | |
---|---|
აბრევიატურა | Iydu |
შეიქმნა | 1991 |
სტატუსი | აქტიური |
ტიპი | პოლიტიკური ორგანიზაცია |
შტაბ-ბინა | ოსლო, ნორვეგია |
მდივანი | აბდელმაჯიდ ელ ფასი |
მშობელი ორგანიზაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი |
ქვეყანა | გერმანია |
iydu.org |
თავისუფლების ფორუმი იმართება ყოველ წელს ივნისის თვეში. ბოლო წლებში ფორუმი გაიმართა ბათუმში (საქართველო) 2010 წელს, ბოგოტაში (კოლუმბია) 2011 წელს, რაბატში (მაროკო) 2012 წელს.
2012 წლიდან საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირი ახორციელებს არჩევნების დაკვირვებას სხვადასხვა ქვეყნებში. პირველი სადამკვირვებლო მისია განხორციელდა საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით.
IYDU-ის მშობელი ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და მსგავსი იდეოლოგიის მქონე სხვა ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიები.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი შეიქმნა 1983 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, ჟაკ შირაკი, ჰელმუტ კოლი და სხვები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mercer, Paul (1994). Directory of British political organisations 1994. London: Longman, გვ. 174. ISBN 978-0-582-23729-2.
- ↑ (2005) Yearbook of International Organizations 2005/2006. Munich: K. G. Saur Verlag, გვ. 2033. ISBN 978-3-598-24521-3.
- ↑ „Ma touts Taiwan's democratic accomplishments“. Taiwan Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-06. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)